დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №21/27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7/14 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016483 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №21/27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 80-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №21/27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016466) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 24286.9 ათასი ლარით: ათას ლარში
“ ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 4061.9 ათასი ლარით: ათას ლარში
“
გ) მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 20416.4 ათასი ლარით: ათას ლარში
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 9852.9 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 10152.9 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 300.0 ათასი ლარით: ათას ლარში
ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს შემდეგი რეადაქციით: ათას ლარში
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -5982.4 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 3870.5 ათასი ლარით: ათას ლარში
“ დ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, დაფინანსდება მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებები. ათას ლარში
“
ე) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა. ასევე განხორციელდება სკოლამდელი დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარე წელს ასევე განხორციელდება საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ათას ლარში
“
ვ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 18. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის ფარგლებში განხორცილდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან დაფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა) დაფარვა. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს თავდაცვის (სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის ხარჯები) დაფინანსებას.
ათას ლარში
“
ზ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 20. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
“. |
მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 28 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები