დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.109.016341 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/12/2020 - 28/01/2021)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №26 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9290.3 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზრვროს 8615.3 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 155.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 520.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7918.8 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 8.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1206.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1326.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 120.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 165.0 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 1371.5 ათასი ლარით.
|
მუხლი 11.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების 0.0 ათასი ლარით.
2. განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 .0 ათასი ლარით. 3. განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -165.0 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2016-2018 წლებში მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას.
|
თავი II
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტს, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, ანუ მასში გათვალისწინებულია ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები გასული, მიმდინარე, დასაგეგმი და დასაგეგმის შემდგომი სამი წლისათვის.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით მოხდა მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იმ პრობლემების გადაწყვეტის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, რომელიც ყველაზე აქტუალურია საზოგადოებისათვის. მომდევნო 2021-2024 წლებშიც მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლების სრულყოფას. 1. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები
სასესხო ვალდებულებების დაფარვის პროგრამა მ.გ.ფ -სა და მუნიციპალიტეტის სხვა ვალდებულებების დაფარვა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის განვითარება და მუნიციპალიტეტში სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიბების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის, მრეწველობისა და სხვა დარგების განვითარებას.
3. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00)
4. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
5. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ასევე გაგრძელდება ინვალიდი, ობოლი და ტყუპი ბავშვების სოლუიალური დაცვა.
6.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
6.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|
მუხლი 14.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები |
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში. |
თავი III
მარტვილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
ათას ლარებში
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 16.
ასიგნებების დაფინანსება |
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 17.
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 18.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება |
2021 წლის განმავლობაში მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 19.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 20.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 21.
დავალიანებების ანაზღაურება |
მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 0104-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2021 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 22.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 155.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 130.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 25.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 0.0. ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის 0.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 23.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 40.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 24.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები