„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 699
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022419
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
699
26/11/2020
ვებგვერდი, 27/11/2020
470230000.10.003.022419
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №699

2020 წლის 26 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“:

1. მე-2 მუხლის:

ა) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6​1. საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია 2020 წლის 31  დეკემბრის 21:00 საათამდე.“;

ბ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ჩერდება:

ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში, სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით, ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით;

ბ) საქალაქთაშორისო მგზავრთა რეგულარული გადაყვანა M2 (ე. წ. მიკროავტობუსი) და M3 (ე.წ. ავტობუსი) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის,  გორის, ზუგდიდის, ფოთის, თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება, მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში ასევე მეტროპოლიტენის ფუნქციონირებაც.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის რეგულირება

1. შეჩერდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განხორციელება. დანარჩენმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური სამუშაოები და გამოცდების ჩატარება უზრუნველყოს არადისტანციურად (ფიზიკურად), „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

4. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში,  ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში არსებულმა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულმა, სპეციალურმა პროფესიულმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა საგანმანათლებლო საქმიანობები შესაძლებელია, განახორციელონ მხოლოდ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ.

5. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა დასაშვებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.

6. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, საქმიანობის ელექტრონული ფორმით, დისტანციური წესით განხორციელების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში კოლეგიური ორგანოების  (მათ შორის, სამეურვეო საბჭოს, აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს, სტუდენტთა/მოსწავლეთა თვითმმართველობების, სადისერტაციო საბჭოებისა და სხვა) საქმიანობა განახორციელოს დისტანციურად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით (გადაწყვეტილებების მიღებისათვის კვორუმის დადგენა, ხმის მიცემა, ოქმის წარმოება და სხვა).

7. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან. ამ პირების მიერ საქმიანობა ხორციელდება „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

8. ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ დისტანციური ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ-ცენტრებსა და მათ მიერ „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩასატარებელ სავალდებულო წვრთნებზე.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვა

1. დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის კულტურულ ღონისძიებაზე მაყურებლის დასწრება.

2. დასაშვებია, მაყურებლის გარეშე, შესაბამისი საერთაშორისო ან/და ეროვნული სპორტული ფედერაციის ეგიდით სპორტული ღონისძიების გამართვა.

3. იკრძალება სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირებისა;

ბ) გასართობი დაწესებულებების საქმიანობისა და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;

გ) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებისა ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისა;

დ) სპორტული/სავარჯიშო დარბაზების, საუნებისა და სხვა სპა პროცედურების, ასევე საცურაო აუზების საქმიანობებისა.“;

ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: 

„21. დასაშვებია რესტორნების/ბარების/კაფეების, სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით 21:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან დასაშვებია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.“.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №783 – ვებგვერდი, 23.12.2020წ.

დ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:  

„31. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;

ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;

გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;

დ) პრესის ჯიხურებს;

ე) სავაჭრო ობიექტების იმ წესით საქმიანობას, რომელიც განსაზღვრულია მე-6 მუხლის 5პუნქტით.“.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №783 – ვებგვერდი, 23.12.2020წ.

ე) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“), ხოლო სავაჭრო ცენტრებში განთავსებული კვების ობიექტების/რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ მიტანის მომსახურებით (ე. წ. „დელივერი“ სერვისი).“.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №783 – ვებგვერდი, 23.12.2020წ.

ვ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:  

„51. ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში,  ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში მდებარე ღია და დახურული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ დისტანციურად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება აგრარული ბაზრების/ბაზრობების საქმიანობაზე, ასევე სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, სავაჭრო ცენტრების) საქმიანობაზე. სავაჭრო ობიექტების სარეალიზაციო სივრცეში მომხმარებლის დაშვება დასაშვებია 07:00 საათიდან 19:00 საათამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით.“.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №783 – ვებგვერდი, 23.12.2020წ.

ზ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში არსებული სასტუმროების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით.“.

5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ პირთა მომსახურების დისტანციურად მიწოდება, გარდა იმ მომსახურებებისა, რომელთა დისტანციურად მიწოდებაც შეუძლებელია ან გადაუდებელ აუცილებლობას უკავშირდება.

5. საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის სამსახურში ფიზიკურად ყოფნა/გამოცხადება აუცილებელია.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 28 ნოემბრიდან.

2. (ამოღებულია - 23.12.2020, №783).

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №783 – ვებგვერდი, 23.12.2020წ.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია