თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 22/10/2020
დოკუმენტის ტიპი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/10/2020
ძალაში შესვლის თარიღი 04/11/2020
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016010
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33
22/10/2020
ვებგვერდი, 23/10/2020
240140000.41.046.016010
თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/10/2020 - 29/09/2023)

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №33

2020 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტის და 331 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის   საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თანამშრომლობის პროგრამის გავრცელებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №30/09-2 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 4 ნოემბრიდან.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე

თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესი

მუხლი 1. მიზანი
თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია ხელი შეუწყოს კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების გამოვლენას და მათში მონაწილე პირების ჩართვას შესაბამის  ბაზარზე კონკურენტული გარემოს განვითარების პროცესში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 
1. წესის მიზნებისათვის, აქ გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  პირი – „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“)  მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური აგენტი ან შეთანხმებაში მონაწილე სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია), რომელიც კანონის მიზნებისათვის არ მიეკუთვნება ეკონომიკურ აგენტს;

ბ) განაცხადი – პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის  მიერ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) ზეპირად ან წერილობით წარმოდგენილი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობაზე;

გ) მარკირება – შესაბამისი კატეგორიის შეღავათის მიღების მსურველთა რიგში პირისათვის ადგილის დაკავება, მის მიერ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენამდე;

დ) თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი – პირისათვის პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი იმუნიტეტის მინიჭება.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. თანამშრომლობის პროგრამის შინაარსი 
1. თანამშრომლობის პროგრამა გულისხმობს პირის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი აღიარებს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას და ერთდროულად აკმაყოფილებს კანონითა და ამ  წესით დადგენილ პირობებს.

2. კანონისა და ამ წესის მიზნებისათვის, პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება გულისხმობს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმის დაკისრებისაგან მის სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას.

მუხლი 4. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების კლასიფიკაცია
1. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათი შეიძლება იყოს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის.

2. პირველი კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 100%-ით.

3. მეორე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20%-დან 50%-მდე.

4. მესამე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20%-მდე.

მუხლი 5. თანამშრომლობის პროგრამით მოსარგებლე პირი 
1. თანამშრომლობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც წერილობითი ფორმით აღიარებს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას და დააკმაყოფილებს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირებს შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.

მუხლი 6. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის პირობები
1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობა და ამ პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა შეუძლია ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, თუ იგი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) სააგენტოს ზეპირად ან/და წერილობით წარუდგენს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების შესახებ მისთვის ცნობილ, საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მტკიცებულებას მანამ, სანამ ეს ინფორმაცია და მტკიცებულება სააგენტოსთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

ბ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს სააგენტოსთან.

გ) შეწყვეტს კანონის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტო მიიჩნევს, რომ პირის მიერ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება საქმის მოკვლევას ხელს შეუწყობს;

დ) არ გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტსა და მტკიცებულებას;

ე) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

მუხლი 7. განაცხადის წარდგენის პირობები 
1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ სააგენტოში  წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა);

ბ) პირის მონაცემები (სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ხელმძღვანელი პირი და ელექტრონული ფოსტა);

გ) ინფორმაცია კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ, მათ შორის:

გ.ა) შეთანხმებაში მონაწილე სხვა პირების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ.ბ)  კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების და მასში მონაწილე პირთა როლების დეტალური აღწერა;

გ.გ) ის პროდუქციული და გეოგრაფიული ბაზარი, სადაც ადგილი აქვს შეთანხმებას (არასავალდებულოდ შესავსები ნაწილი);

გ.დ) შეთანხმების ხანგრძლივობა;

გ.ე) საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია;

გ.ვ) მტკიცებულებები სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე;

დ) განაცხადის წარდგენის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე, საათი, წუთი) და ხელმოწერა.

2. განაცხადს თან უნდა ერთოდეს მისი წარმდგენი ფიზიკური პირის  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. სააგენტოში განაცხადის წარმოდგენა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული პირის სახელით.

4. ორი ან მეტი პირის მიერ სააგენტოში განაცხადის  ერთობლივად წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადის წარმდგენ პირებს შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ მესამე კატეგორია.

5. წერილობითი განაცხადი სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 8. განაცხადის წარდგენის პროცედურა 
1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით პირი სააგენტოს მიმართავს  განაცხადით და წარუდგენს ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ინფორმაციას.

2. დასაშვებია განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა სააგენტოში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-7 მუხლის მოთხოვნებს.

3. პირის მიერ სააგენტოსათვის ზეპირი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომლის მიერ დგება ოქმი, რომელშიც აისახება პირის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაცია და დანართის სახით დაერთვის შესაბამისი მტკიცებულებები. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი სააგენტოს თანამშრომელი და ზეპირი განაცხადის წარმდგენი პირი. ზეპირი განაცხადის მიღების დროდ ჩაითვლება ოქმის შედგენის დაწყების დღე, საათი და წუთი.

4. პირს უფლება აქვს სააგენტოში ოფიციალური განაცხადის წარდგენამდე მიმართოს მას ანონიმურად და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის შესახებ.

5. განაცხადის მიღების შემდეგ სააგენტო გასცემს წერილობით ცნობას მისი მიღების შესახებ, მიღების თარიღისა და დროის მითითებით.

6. სააგენტო განაცხადს იხილავს მისი შემოტანის დროის თანმიმდევრობით (შემოტანის თარიღის შესაბამისი რიგითობით).

7. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო მოახდენს განაცხადის მარკირებას, პირს წერილობით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ინფორმაცია და მტკიცებულებები. ინფორმაციის განსაზღვრულ  ვადაში წარმოდგენის შემთხვევაში, იგი წარმოდგენილად ჩაითვლება იმ დროს, როდესაც მოხდა პირის მარკირება.

8. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მარკირება ავტომატურად უქმდება.

9. თუ სააგენტო დაადგენს, რომ  განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის  თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მინიჭების შესახებ, სრულყოფილი განაცხადის შემოტანის ან/და მარკირებით განსაზღვრული რიგითობის გათვალისწინებით და წერილობით ატყობინებს პირს აღნიშნულის თაობაზე.

10. პირს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს განაცხადი. განაცხადის უკან გახმობის მიუხედავად, სააგენტო იტოვებს პირის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და მტიცებულებებს საქმის მოკვლევისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში, განცხადების შემომტანი პირის ვინაობა რჩება ანონიმური.

11. თუ საქმის მოკვლევა ჯერ არ არის დაწყებული და განაცხადი შეიცავს შესაბამის ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა კანონის შესაბამისად. ამ დროს საქმის მოკვლევა დაწყებულად ითვლება სააგენტოს ინიციატივით.

მუხლი 9. გადაწყვეტილება ჯარიმის დაკისრებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ
1. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში,  პირის კანონით დადგენილი ჯარიმის დაკისრებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს საქმის მოკვლევის დასრულებისთანავე. გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო აფასებს პირის მიერ ამ წესით დადგენილი პირობების შესრულებას.

2. პირველი კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს,  რომელიც რიგით პირველი შეიტანს განაცხადს სააგენტოში კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის  თაობაზე და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.

3. მეორე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იქნება  განაცხადის შემომტანი რიგით პირველი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად, არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.

4. მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, თუ ის არის რიგით მესამე და შემდეგი, რომელიც (რომლებიც) შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება უფრო ადრე გაცხადებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად, არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი. იგივე წესი ვრცელდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე.

5. პირს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოსთვის აშკარა გახდა, რომ პირის  მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

6. პირს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი ასევე მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაადგენს, რომ იგი არ ასრულებს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

7. იმ პირის კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი, რომელსაც მოეხსნა სტატუსი ან რომელმაც უკან გაიხმო განაცხადი, მიენიჭება რიგში მის შემდგომ მყოფ პირს.

მუხლი 10. კონფიდენციალურობის დაცვა 
1. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.

2. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირის/პირების თაობაზე მონაცემები კონფიდენციალურია სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების შედეგად  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

დანართი №1

განაცხადი თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე

1. ინფორმაცია განაცხადის შემომტან პირზე:

ა) განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირი:

სახელი, გვარი:  _____________________________________________________

პირადი ნომერი: ____________________________________________________

ფაქტობრივი მისამართი:______________________________________________

ტელეფონის ნომერი:_________________________________________________

ელექტრონული ფოსტა:_______________________________________________

ბ) პირი:

სახელწოდება:_______________________________________________________

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა:________________________________

საიდენტიფიკაციო კოდი:______________________________________________

იურიდიული მისამართი:______________________________________________

ხელმძღვანელი პირი:_________________________________________________

ელექტრონული ფოსტა:_______________________________________________

2. ინფორმაცია კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ:

ა) კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილე პირები

(სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი)

____________________________________________________________________

ბ) კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების და მასში მონაწილე

პირთა როლების დეტალური აღწერა:

გ) შესაბამისი პროდუქციული ბაზარი

(არასავალდებულოდ შესავსები ნაწილი)

_____________________________________________________________________

დ) შესაბამისი გეოგრაფიული ბაზარი

(არასავალდებულოდ შესავსები ნაწილი)

____________________________________________________________________

ე) შეთანხმების ხანგრძლივობა:_______________________________________

___________________________________________________________________

ვ) საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

ზ) მტკიცებულებები: 

მტკიცებულება №1:__________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

მტკიცებულება №2:___________________________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

მტკიცებულება №3:____________________________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

3. თარიღი (წელი, რიცხვი, თვე, საათი, წუთი):______________________________

4. განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირის ხელმოწერა: _____________________