„თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016033
56
20/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
240140000.41.046.016033
„თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
„თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №56

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17​1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის №33 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/10/2020, 240140000.41.046.016010) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული „თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის“:

1.  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განაცხადი – პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის  მიერ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) ზეპირად ან წერილობით წარმოდგენილი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობაზე;“.

2, მე-5 მუხლს მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე