„თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 29/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 240140000.41.046.016028
51
29/09/2023
ვებგვერდი, 02/10/2023
240140000.41.046.016028
„თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
„თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №51

2023 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17​1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 22 ოქტომბრის №33 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/10/2020, 240140000.41.046.016010) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებით დამტკიცებული „თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის“:

 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) პირი – „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“)  მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიკური აგენტი;”.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თუ თანამშრომლობის პროგრამით მოსარგებლე პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით დამატებით იკვეთება ამ პირის პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველი, ასეთ შემთხვევაში პირს არ დაუმძიმდება პასუხისმგებლობა კანონის მე-7 მუხლის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმის დაკისრების ნაწილში, თუ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იქნება და დახმარებას გაუწევს სააგენტოს საქმის მოკვლევის პროცესში.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის პირობები

1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობა და ამ პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა შეუძლია ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, თუ იგი ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) სააგენტოს ზეპირად ან/და წერილობით წარუდგენს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების შესახებ მისთვის ცნობილ, საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მტკიცებულებას მანამ, სანამ ეს ინფორმაცია და მტკიცებულება სააგენტოსთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

ბ) წერილობით აღიარებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას;

გ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს სააგენტოსთან;

დ) შეწყვეტს კანონის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტო მიიჩნევს, რომ პირის მიერ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება საქმის მოკვლევას ხელს შეუწყობს;

ე) არ გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტსა და მტკიცებულებას;

ვ) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

2. სააგენტოსთან თანამშრომლობა მოიცავს თანამშრომლობის პროგრამით მოსარგებლე პირის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდებას და სააგენტოსთან მუდმივ კოორდინაციაში (მათ შორის, თანამშრომლობის პროგრამით მოსარგებლე ეკონომიკურ აგენტთან დასაქმებული პირების) ყოფნას, ახსნა-განმარტებაზე გამოცხადებასა და დამატებითი გარემოებების დაზუსტებას, საქმისათვის რელევანტური ნებისმიერი საკითხის დეტალური გამოკვლევის მიზნით.“.

4. მე-7 მუხლის პირველის პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) ის პროდუქციული და გეოგრაფიული ბაზარი, სადაც ადგილი აქვს შეთანხმებას;“.

5. მე-8 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ სააგენტო დაადგენს, რომ  განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის  თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მინიჭების შესახებ, სრულყოფილი განაცხადის შემოტანის ან/და მარკირებით განსაზღვრული რიგითობის გათვალისწინებით და გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით ატყობინებს პირს აღნიშნულის თაობაზე.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიჩნევს, რომ თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი შინაარსობრივად არ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც მიზანშეუწონელია ასეთი განაცხადის დახარვეზება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, სააგენტო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს განაცხადი, მარკირების სტატუსის მინიჭების გარეშე, რის თაობაზეც 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით ატყობინებს შესაბამის პირს.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირველი კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს,  რომელიც რიგით პირველი შეიტანს განაცხადს სააგენტოში კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე და მის მიერ მიწოდებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის/ღირებულების მქონე ინფორმაცია არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.

3. მეორე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის/ღირებულების მქონე ინფორმაცია იქნება განაცხადის შემომტანი რიგით პირველი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად, არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი.

4. მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება პირს, თუ ის არის რიგით მესამე და შემდეგი, რომელიც (რომლებიც) შეიტანს განაცხადს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ მოწოდებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის/ღირებულების მქონე ინფორმაცია იქნება უფრო ადრე გაცხადებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად, არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი. იგივე წესი ვრცელდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი ასევე მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაადგენს, რომ იგი არ ასრულებს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.“.

7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირის/პირების თაობაზე მონაცემები და ამ პირის/პირების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია კონფიდენციალურია სააგენტოს მიერ საქმის მოკვლევის განხორციელების შედეგად  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქმის მოკვლევის დასრულების შემდეგ ხსენებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციაზე ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვის რეჟიმი.“.

8. დანართი №1-ით დამტკიცებული თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადის ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

განაცხადი თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე

1. ინფორმაცია განაცხადის შემომტან პირზე:

ა) განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირი:

სახელი, გვარი:  ___________________________________________________

პირადი ნომერი: ___________________

ფაქტობრივი მისამართი:____________________________________________

ტელეფონის ნომერი:__________________

ელექტრონული ფოსტა:____________________________

ბ) პირი:

სახელწოდება:_______________________________________________

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა:_______________________________

საიდენტიფიკაციო კოდი:___________________

იურიდიული მისამართი:_____________________________________________

ხელმძღვანელი პირი:________________________________________________

ელექტრონული ფოსტა:____________________________

2. ინფორმაცია კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ:

ა) კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილე პირები:

(სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი)

____________________________________________________________________

ბ) კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების და მასში მონაწილე

პირთა როლების დეტალური აღწერა:

გ) შესაბამისი პროდუქციული ბაზარი:

_____________________________________________________________________

დ) შესაბამისი გეოგრაფიული ბაზარი:

____________________________________________________________________

ე) შეთანხმების ხანგრძლივობა:_______________________________________

___________________________________________________________________

ვ) საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

ზ) მტკიცებულებები: 

მტკიცებულება №1:__________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

მტკიცებულება №2:___________________________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

მტკიცებულება №3:____________________________________________________

_____________________________________________________________________

_____________________________________________________________________

3. თარიღი (წელი, რიცხვი, თვე, საათი, წუთი):_________________________

□ ვადასტურებ, რომ განაცხადში წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და ჩემთვის ცნობილია არასწორი ინფორმაციის მოწოდებით გამოწვეული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  სამართლებრივი შედეგების შესახებ.

განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირის  ხელმოწერა:   __________________

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეირაკლი ლექვინაძე