„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 579
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 31/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022299
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
579
16/09/2020
ვებგვერდი, 16/09/2020
470230000.10.003.022299
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (16/09/2020 - 30/10/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №579

2020 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურული ღონისძიებების ჩატარება, გარდა  სამუზეუმო, თეატრების, კინოთეატრებისა და დახურულ სივრცეში სარეპეტიციო  საქმიანობასთან დაკავშირებულისა, ასევე ღია სივრცეში ჩასატარებელი კულტურული ღონისძიებებისა, დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.“.

2. მე-6 მუხლის 1პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება სამუზეუმო, თეატრებისა და კინოთეატრების  საქმიანობასა და დახურულ სივრცეში სარეპეტიციო საქმიანობაზე, ასევე ღია სივრცეში ჩასატარებელ სპორტულ, კულტურულ ღონისძიებებსა და გასართობი პარკების/ატრაქციონების ფუნქციონირებაზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან.

 

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია