დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 573 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.10.003.022293 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (14/09/2020 - 15/08/2023)
|
სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
ბავშვის უფლებათა კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა
|
მუხლი 1. ზოგადი დებულება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს შესაბამისი უწყებების ვალდებულებებს მათ სისტემაში არსებულ საინფორმაციო ბაზებში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზისა და მათი ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციის მიზნით. აღნიშნული პროგრამის განხორციელებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, იმ მიზეზების დადგენა, რომლებიც განაპირობებს მოზარდების საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ყოფნას. ასევე შესაძლებელი გახდება, როგორც არსებული რეგულაციების აღსრულება, ასევე აუცილებელი ინტერვენციული მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და განხორციელება (სპეციალური საგანმანათლებლო სერვისები, პროგრამები, სოციალური მხარდამჭერი პროგრამები და სხვა), სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მუშაობა ქვეყანაში ბავშვების განათლების უფლების რეალიზაციისთვის.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ა) ფორმალური განათლება – მოცემული პროგრამის მიზნებისთვის ზოგადი და პროფესიული განათლება; ბ) სავალდებულო ზოგადი განათლება – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დაწყებითი და საბაზო განათლება; გ) სავალდებულო სასკოლო ასაკის ბავშვი – ბავშვი, რომლის ასაკი შეესაბამება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სავალდებულო სასკოლო ასაკს, ანუ არის 6-დან 16 წლის ჩათვლით ასაკის (ამ წესის მიზნებისთვის „ბავშვი“); დ) სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვი – ბავშვი, რომლის ასაკი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სავალდებულო ზოგად განათლებაში ჩართვის ასაკს (6-დან 16 წლის ჩათვლით) და არასდროს ჰქონია მოსწავლის სტატუსი ანუ არ ყოფილა ასახული მოსწავლის სტატუსით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (მოსწავლეთა ბაზაში).
მუხლი 3. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენა და ასაკისთვის შესაბამის ფორმალურ განათლებაში ჩართვის მხარდაჭერა, ასევე ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენა და „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელების ამოცანები 1. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული უწყებების მონაცემთა ბაზების ანალიზი და შედარება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოსავლენად და მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოსაპოვებლად. 2. უწყებათაშორისი შესაბამისი ინფორმაციის მიმოცვლის მექანიზმის განსაზღვრა და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონაცემთა ბაზის შექმნა. 3. სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და მათი საგანმანათლებლო საჭიროებების დადგენა. 4. სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ მონაცემთა ბაზებში ასახულ ინფორმაციაზე რეაგირების მიზნით პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრა. 5. სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის მექანიზმის განვითარება და განხორციელება. 6. სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მათი ასაკის შესაბამისი საფეხურის ფორმალურ განათლებაში ჩართვის მონიტორინგი და ანალიზი. 7. ბავშვის განათლების უფლების დაცვისა და მათი სკოლის მიღმა დარჩენის შემთხვევებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს/დაწესებულებებს შორის კოორდინირებულად მუშაობის წესის განსაზღვრა.
მუხლი 5. პროგრამების განმახორციელებელი უწყებები ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო); ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა); გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური (შემდგომში – სსიპ –საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური); დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო); ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).
მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი უწყებების ვალდებულებები 1. სამინისტროს მიმართვის შემთხვევაში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს მოსწავლეთა მონაცემთა ბაზაში შესაბამისი წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული 6-დან 16 წლის ჩათვლით მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვების შესახებ შემდეგი ინფორმაციის სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მიწოდებას: ა) პირადი ნომერი; ბ) სახელი, გვარი; გ) სქესი; დ) დაბადების თარიღი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს: ა) სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული მონაცემების შედარებას თავის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ 6-დან 16 წლის ჩათვლით პირადი ნომრის მქონე ბავშვების მონაცემებთან; ბ) სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის იმ ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც პირველკლასელთა რეგისტრაციის არცერთ ეტაპზე არ იყვნენ რეგისტრირებულნი და არ აქვთ მოსწავლის სტატუსი, ანუ დარჩენილნი არიან სკოლის მიღმა, კერძოდ, ბავშვის: ბ.ა) პირადი ნომერი; ბ.ბ) სახელი, გვარი; ბ.გ) სქესი; ბ.დ) დაბადების თარიღი; ბ.ე) რეგისტრაციის მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით). 3. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წერილობითი ფორმით მიმართვიდან არაუმეტეს ათი სამუშაო დღისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის იდენტიფიცირებული სკოლის მიღმა დარჩენილი 6-დან 16 წლის ჩათვლით იმ ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლებსაც გადაკვეთილი აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ იმყოფებიან საქართველოში, კერძოდ ბავშვის: ა) პირადი ნომერი; ბ) სახელი, გვარი; გ) სქესი; დ) დაბადების თარიღი. 4. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების შესახებ ინფორმაციის გამოკლებასა და წაშლას/განადგურებას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბავშვების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას მოსწავლეთა მონაცემთა ბაზაში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სიაში მყოფი ბავშვები ინფორმაციის გადამოწმების დღის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან მოსწავლეთა მონაცემთა ბაზაში, მათ შესახებ ინფორმაციის გამოკლებასა და წაშლას/განადგურებას; გ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას: გ.ა) პირადი ნომერი; გ.ბ) სახელი, გვარი; გ.გ) სქესი; გ.დ) დაბადების თარიღი. 5. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიმართვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზებში; ბ) სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიაში მყოფი ბავშვების შესახებ შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას ასეთის არსებობის შემთხვევაში: ბ.ა) ბავშვის ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით); ბ.ბ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სახელი; გვარი; პირადი ნომერი; ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით). 6. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ინფორმაციის მიღების შემდგომ სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბავშვების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას მოსწავლეთა მონაცემთა ბაზაში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ სიაში მყოფი ბავშვები ინფორმაციის გადამოწმების დღის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან მოსწავლეთა მონაცემთა ბაზაში – მათ შესახებ ინფორმაციის გამოკლებასა და წაშლას/განადგურებას. 7. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბავშვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ბავშვის ფაქტობრივი მისამართის შესაბამისი მუნიციპალიტეტის სსიპ –საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრის სოციალური მუშაკისათვის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისი მუნიციპალიტეტის სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრის სოციალური მუშაკისათვის, კერძოდ, ბავშვის: ა) პირადი ნომერი; ბ) სახელი, გვარი; გ) სქესი; დ) დაბადების თარიღი; ე) რეგისტრაციის მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით); ვ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით), ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, რეგისტრაციის მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით); ზ) ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის სახელი; გვარი; პირადი ნომერი; ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტის, ქალაქის, დაბისა და სოფლის მითითებით), ტელეფონის ნომერი. 8. სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრის სოციალური მუშაკები უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან ერთი თვის ვადაში: ა) რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართის მიხედვით საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მოძიებას, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დაზუსტებას/დადგენას, საკონტაქტო ინფორმაციის მოძიებასა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის განათლების უფლების აღსრულების ვალდებულების შესახებ; ბ) საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ბავშვის განათლების მიღმა დარჩენის მიზეზების მოკვლევას ამ დადგენილების დანართ №1-ით გათვალისწინებული კითხვარის შესაბამისად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრის სოციალური მუშაკები ვალდებულნი არიან, ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია; გ) ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ინფორმაციის გადამისამართებას „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად; დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებასა და სამინისტროსთვის შემდგომი რეაგირების მიზნით მიწოდებას, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის დანართ №2-ის შესაბამისად. 9. სკოლის მიღმა დარჩენილი პირებისთვის განათლების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფის მიზნით, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, სამინისტრო უზრუნველყოფს მათ ჩართვას სავალდებულო ზოგადი განათლების სისტემაში, დამხმარე სპეციალურ სერვისებში ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას, დამატებითი მომსახურებების, დოკუმენტაციის მოწესრიგებისა და სხვა საჭირო ღონისძიებების ინიციირებას. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები, ბავშვის მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, მოქმედებენ „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 7. ინფორმაციის შენახვის ვადები და მათი წაშლა/განადგურება 1. ამ პროგრამის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შენახვის ვადა განისაზღვრება: ა) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის – ერთი წელი; ბ) სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის – ერთი წელი; გ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის – ერთი წელი; დ) სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისთვის – ერთი წელი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები ვალდებული არიან, ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წაშლა/განადგურება.
მუხლი 8. პროგრამის მონიტორინგი და ანგარიშგება პროგრამის მონიტორინგსა და ყოველწლიურ ანგარიშგებას ახორციელებს სამინისტრო.
მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი არსებული ადმინისტრაციული რესურსი.
მუხლი 10. მოსალოდნელი საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები მიმდინარე წლისთვის 10.1. საბაზისო მაჩვენებელი – არსებული რეალობის ამსახველი ინდიკატორი. პირველადი სტატისტიკური და კვლევის მონაცემები სკოლის მიღმა დარჩენილი ანუ მოსწავლის სტატუსის არმქონე ბავშვების შესახებ. 10.2. მიზნობრივი მაჩვენებელი არსებული სტატისტიკური და კვლევის მონაცემების ანალიზისა და ინდივიდუალურად თითოეული სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვის იდენტიფიცირების, მისი განათლების სისტემის გარეთ ყოფნისა და საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საშუალება. 10.3. ცდომილების ალბათობა – 40% გასათვალისწინებელია ფაქტობრივი მისამართების დადგენისა და მშობლებთან/მეურვეებთან/მზრუნველებთან ურთიერთობის სირთულეები. 10.4. შესაძლო რისკები პასუხისმგებელი უწყებების ჩართულობის ხარისხი.
დანართი №1
|
დოკუმენტის კომენტარები