სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/352
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 02/09/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2020
ძალაში შესვლის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016668
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/352
02/09/2020
ვებგვერდი, 04/09/2020
040030000.22.024.016668
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/09/2020 - 30/09/2021)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/352

2020 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას სსიპ  – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) შემდეგი რეგიონული ქვედანაყოფები:

ა) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ახალციხის, ბორჯომის, ახალქალაქის, ადიგენის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები);

ბ) დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ზესტაფონის, წყალტუბოს, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის, ხარაგაულის, საჩხერის, ტყიბულის, ვანისა და ხონის, აგრეთვე,  ქ. ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქ. ბათუმის, ქედას, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში;

გ) დასავლეთ საქართველოს სასაწყობე მეურნეობის მართვის სამსახური, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს ქ. ქუთაისის, სამტრედიის, ზესტაფონის, წყალტუბოს, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის, ხარაგაულის, საჩხერის, ტყიბულის, ვანისა და ხონის, აგრეთვე,  ქ. ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქ. ბათუმის, ქედას, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

დ) კახეთის რეგიონული სამსახური, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (თელავის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები);

ე) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახური, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები);

ვ) ქვემო ქართლის რეგიონული სამსახური, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში (ქ. რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები).

2. დამტკიცდეს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგიონული ქვედანაყოფების თანდართული ტიპური დებულება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 1 მაისის №1-1/107 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა




სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფები  წარმოადგენენ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.

2. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით.

3. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულების დროს წარმოადგენს სააგენტოს.

4. სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სააგენტოს რეგიონულ ქვედანაყოფს შეიძლება ჰქონდეს ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

5. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე, რომელიც ახორციელებს მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

6. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის მისამართი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

მუხლი 2. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის ფუნქციები

1. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი (გარდა დასავლეთ საქართველოს სასაწყობე მეურნეობის მართვის სამსახურისა) თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) მართავს და სარგებლობაში გადასცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას;

ბ) მონიტორინგს უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით მყიდველის/სარგებლობის უფლების მიმღების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში, იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

გ) აღრიცხავს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას;

დ) უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანასა და დაყოფას/გაერთიანებას;

ე) ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერებას;

ვ) ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს;

ზ) ახორციელებს სახელმწიფო ქონების ჩამოწერას;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. დასავლეთ საქართველოს სასაწყობე მეურნეობის მართვის სამსახურის, და ასევე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე დამატებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, მიღება, საჭიროების შემთხვევაში საპასუხისმგებლო შენახვაზე მიბარება, ტრანსპორტირება, საწყობში განთავსება და შენახვა;

ბ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა;

გ) რეალიზებული/პრივატიზებული, ლიზინგის ფორმით გასაცემი ან გასანაწილებელი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების გაცემა;

დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განადგურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;

ე) საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა.

მუხლი 3. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის სტრუქტურა/ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს რეგიონულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის/სამსახურის უფროსი.

2. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, მოადგილის არყოფნისას/არარსებობისას – თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი.

3. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის უფროსს, ასევე, მის მოადგილეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.

4. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს და ფუნქციებს თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებს და დავალებებს;

დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში/სამსახურში თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. ამასთან, დეპარტამენტის უფროსი ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამსახურების უფროსების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში/სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებებს დეპარტამენტის/სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) თავმჯდომარესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის/სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;

თ) დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს სახელით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებებს.

მუხლი 4. დეპარტამენტის/ სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 5. დებულებაში ცვლილების შეტანა

წინამდებარე დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.