„სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016709
1-1/431
30/09/2021
ვებგვერდი, 01/10/2021
040030000.22.024.016709
„სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/431

2021 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/09/2020, 040030000.22.024.016668) დამტკიცებული „სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების“ (შემდეგში – დებულება) მე-5 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ,,სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 2 სექტემბრის №1-1/352 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 04/09/2020, 040030000.22.024.016668) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფის ფუნქციები

1. სააგენტოს რეგიონული ქვედანაყოფი, თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) მართავს და სარგებლობაში გადასცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას;

ბ) მონიტორინგს უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით მყიდველის/სარგებლობის უფლების მიმღების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

გ) აღრიცხავს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონებას;

დ) უზრუნველყოფს შესაბამის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანასა და დაყოფას/გაერთიანებას;

ე) ახორციელებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ადგილზე დათვალიერებას;

ვ) ახორციელებს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს;

ზ) ახორციელებს სახელმწიფო ქონების ჩამოწერას;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს სასამართლოში;

ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე დამატებით, დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, მიღება, საჭიროების შემთხვევაში საპასუხისმგებლო  შენახვაზე მიბარება, ტრანსპორტირება, საწყობში განთავსება და შენახვა;

ბ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა;

გ) რეალიზებული/პრივატიზებული, ლიზინგის ფორმით გასაცემი ან გასანაწილებელი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების გაცემა;

დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული/განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განადგურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;

ე) საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა