დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-100/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/09/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016792 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/09/2020 - 21/04/2021)
|
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 23-ე მუხლის 41-ე პუნქტის, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების 22-ე მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესი“ (დანართი №
1). |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №01-5/ნ ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
დანართი №1 ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმების წესი 1. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები (შემდგომ – დაწესებულებები) ვალდებულნი არიან, დაიცვან ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისადმი განსაზღვრული მოთხოვნები. 2. დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ჩართოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი). 3. სააგენტოს მიერ ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება ხორციელდება №1.1 დანართით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების ინსტრუმენტის (შემდგომ – შეფასების ინსტრუმენტი) საშუალებით. 4. სააგენტო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმებისას ავსებს №1.1 დანართით განსაზღვრულ კითხვარებს და ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების თაობაზე შემოწმების აქტს (დასკვნას) (შემდგომ – შემოწმების აქტი (დასკვნა). №1.1 დანართით განსაზღვრული კითხვარების თითოეული კრიტერიუმის შეფასების უარყოფითი შედეგი დასტურდება დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირების ხელმოწერით, შევსებულ კითხვარებს ხელს აწერენ შემოწმებაში მონაწილე სააგენტოსა და საჭიროების შემთხვევაში ცენტრის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლები და დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირები, ხოლო შემოწმების აქტს (დასკვნას) ხელს აწერენ სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლები და დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირები. 5. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირები უარს აცხადებენ ამ დანართის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ხელმოწერაზე/ხელმოწერებზე, შემოწმების აქტში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ასეთ შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელს/უფლებამოსილ პირს/პირებს უნდა მიეცეთ წინადადება, რომ აქტს დაურთონ ახსნა-განმარტება ან/და შენიშვნები შემოწმების აქტის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე, მიუთითონ მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. 6. სააგენტო ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად შევსებულ კითხვარებსა და შემოწმების აქტს (დასკვნას) ადგენს სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი რჩება იმ დაწესებულებაში, რომელშიც ჩატარდა ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შემოწმება, მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოში, მესამე (შესაძლებელია დასკანერებული ვერსიის გადაგზავნა და შემდგომ დედანის მიწოდება) კი გადაეგზავნება სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ –პროგრამების განმახორციელებელი) შემოწმების აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. 7. პროგრამების განმახორციელებელი, სააგენტოს მიერ შევსებული კითხვარებისა და შემოწმების აქტის (დასკვნის) საფუძველზე, ვალდებულია, 2 სამუშაო დღეში შეუჩეროს დაწესებულებას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებლის სტატუსი. პროგრამების განმახორციელებლის მხრიდან მიმწოდებლისათვის სტატუსის შეჩერება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას, თუ სასამართლომ განჩინებით სხვა რამ არ დაადგინა. 8. დაწესებულებას არ უჩერდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებლის სტატუსი, თუ ის აკმაყოფილებს №1.1 დანართის №1 კითხვარით განსაზღვრული ცალკეული თავის კრიტერიუმებიდან ყველას, გარდა ერთისა (ანუ თითოეული თავისთვის იმ კრიტერიუმების რაოდენობა, რომლებიც ვერ იქნა დაკმაყოფილებული, არ უნდა აღემატებოდეს ერთს) და №2 კითხვარის არანაკლებ 22 კრიტერიუმს (ანუ იმ კრიტერიუმების რაოდენობა, რომლებიც არ იქნა დაკმაყოფილებული, არ აღემატება სამს). ამ შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა 3 თვიანი ვადა აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთვის, ამასთან, იგი ვალდებულია მოთხოვნის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მიაწოდოს სააგენტოს. სააგენტო უფლებამოსილია კრიტერიუმის დაკმაყოფილების ფაქტი გადაამოწმოს ადგილზე. 9. დაწესებულება, რომელსაც შეუჩერდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, ინფექციების კონტროლის სისტემისადმი განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიმართოს სააგენტოს ინფექციების კონტროლის სისტემის გადამოწმების მიზნით ამ დანართის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების აქტის (დასკვნის) შედგენიდან არაუადრეს 3 თვისა. 10. სააგენტო, ამ დანართის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, უზრუნველყოფს დაწესებულებაში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების კუთხით არსებული მდგომარეობის თავიდან შემოწმებას №1.1 დანართის ყველა კრიტერიუმის შეფასებით, დაწესებულების მიმართვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. შემოწმების შემდგომ სააგენტო ადგენს შემოწმების აქტს (დასკვნას) და გადასცემს შესაბამის უწყებებს/სამედიცინო დაწესებულებას ამ დანართის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით და ვადაში. 11. იმ შემთხვევაში, თუ ამ დანართის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პირობები იქნება დაკმაყოფილებული, პროგრამების განმახორციელებელი, დაწესებულების განცხადებისა და აღნიშნული აქტის (დასკვნის) საფუძველზე, ვალდებულია, დაწესებულებას არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მიმწოდებლის სტატუსი. 12. დაწესებულებისათვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერება არ განაპირობებს ასეთი სტატუსის მოქმედების პერიოდში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში წარმოშობილი მისი უფლებების შეჩერებას და არ ათავისუფლებს მოვალეობებისა და პასუხისმგებლობებისაგან, რომლებიც ეხება მიმწოდებლის სტატუსის მოქმედების პერიოდში დამდგარ შემთხვევებს ან/და მომსახურებას. 13. დაწესებულებისათვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, პროგრამების განმახორციელებელი უფლებამოსილია, მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს ამ დაწესებულების მიმართ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შემოწმებამდე დაკისრებული საჯარიმო სანქციების აღსრულების მიზნით. დანართი №1.1 ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების ინსტრუმენტი კითხვარი №1
დაკმაყოფილებულია: I თავის ---- კრიტერიუმი II თავის ---- კრიტერიუმი III თავის ---- კრიტერიუმი IV თავის ---- კრიტერიუმი V თავის ---- კრიტერიუმი VI თავის ---- კრიტერიუმი დაკმაყოფილებული არ არის: I თავის ---- კრიტერიუმი II თავის ---- კრიტერიუმი III თავის ---- კრიტერიუმი IV თავის ---- კრიტერიუმი V თავის ---- კრიტერიუმი VI თავის ---- კრიტერიუმი
ხელმოწერები:
სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლები:
ცენტრის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომელი:
დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირები:
COVID - 19-ზე რეაგირებისთვის დაწესებულების მზაობის შეფასება კითხვარი №2
დაკმაყოფილებულია ------ კრიტერიუმი
დაკმაყოფილებული არ არის ------ კრიტერიუმი
ხელმოწერები:
სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლები:
ცენტრის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომელი:
დაწესებულების ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი/პირები:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები