შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 470
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022188
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
470
28/07/2020
ვებგვერდი, 29/07/2020
300280000.10.003.022188
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/07/2020 - 21/11/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №470

2020 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ

მუხლი 1
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, როგორც წყალმომარაგების ლიცენზიანტის, საქმიანობისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაეკისროს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და განისაზღვროს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლად 2030 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის.

 

მუხლი 2
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საჯარო მომსახურებას ახორციელებს ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურის − ჟინვალჰესის მეშვეობით, ჟინვალჰესის წყალსაცავის ექსპლუატაციის წესების, სეზონური რეჟიმებისა და ჰიდროლოგიური პირობების, ასევე წყალმომარაგების მოთხოვნების გათვალისწინებით, უპირველესად, თავისივე წყალმომარაგების ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების უზრუნველყოფით. ამ ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წყალმომარაგების სექტორისთვის დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება არ ვრცელდება ჟინვალჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ნაწილზე, რომელიც არ ესაჭიროება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის ტარიფის დადგენის საკითხი რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია