„შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 458
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.024291
458
21/11/2023
ვებგვერდი, 22/11/2023
300280000.10.003.024291
„შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №458 

2023 წლის 21 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ივლისის №470 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/07/2020, 300280000.10.003.022188) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი – მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, როგორც წყალმომარაგების ლიცენზიატის, საქმიანობისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაეკისროს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და განისაზღვროს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლად 2030 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის.

მუხლი 2. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საჯარო მომსახურებას ახორციელებს ჟინვალის ჰიდროელეტროსადგურის – ჟინვალჰესის მეშვეობით, ჟინვალჰესის წყალსაცავის ექსპლუატაციის წესების, სეზონური რეჟიმებისა და ჰიდროლოგიური პირობების, ასევე წყალმომარაგების მოთხოვნების გათვალისწინებით, უპირველესად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში თავისივე წყალმომარაგების ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების უზრუნველყოფით. ამ ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წყალმომარაგების სექტორისთვის დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად.

მუხლი 3. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება არ ვრცელდება ჟინვალჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ნაწილზე, რომელიც არ ესაჭიროება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი