დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 455 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170310.10.003.022172 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (22/07/2020 - 08/12/2025)
|
შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
|
შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა და წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის სახეობებს, მათ ოდენობებს, გადახდის პერიოდულობასა და წესს. 2. ნებართვის მფლობელი/მაძიებელი ვალდებულია, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, გადაიხადოს დადგენილი ერთჯერადი საფასური შერჩეული პირის მიერ მომსახურების გაწევამდე, ხოლო ელექტრონული კონტროლის სისტემის ოპერირების (საოპერაციო) საფასური − ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული პერიოდულობით. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილების მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნებართვის მაძიებელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს, განახორციელოს საქმიანობა სათამაშო აპარატების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების, ტოტალიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით; ბ) ნებართვის მფლობელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას სათამაშო აპარატების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობების, ტოტალიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით; გ) შერჩეული პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის (შემდგომში − შემოსავლების სამსახური) მიერ, სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით, შერჩეული პირი; დ) GGR − ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა (IN-OUT); შენიშვნა: აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის შემთხვევაში, GGR მოიცავს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების ნებართვის მფლობელისთვის მის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე მოთამაშეების მიერ დადებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობას (IN-OUT); ე) მონიტორინგის მოწყობილობა − კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობა. მუხლი 3. მომსახურების სახეები შერჩეული პირის მიერ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ხორციელდება შემდეგი მომსახურება: ა) POS ტერმინალის მოწყობა − სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშისა) თითოეული ბილეთის ასახვას კონტროლის ელექტრონულ სისტემაში; ბ) სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირველადი კვლევა/ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემა − ტექნიკური აუდიტი, რომლითაც განხორციელდება შერჩეული პირის მიერ სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობის შეფასება და მის საფუძველზე ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემა. აღნიშნული პროცესი ხორციელდება ცალ-ცალკე, საქმიანობის შემდეგი მიმართულებების მიხედვით: ბ.ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები; ბ.ბ) სათამაშო აპარატების სალონ(ებ)ი, ტოტალიზატორები, გარდა ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ.გ) არსებითი პროდუქცია/მომსახურება; გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მაძიებელთან/ორგანიზატორთან, ასევე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებელთან/მფლობელთან კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის აღჭურვილობის განთავსება − ტექნიკური მოწყობილობების/დანადგარების/სხვა საშუალებების განთავსება, რომლის მიზანია კონტროლის ელექტრონულ სისტემაში სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ინტეგრირება; დ) საოპერაციო საფასური − კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებისთვის, შერჩეული პირის მიერ გაწეული მიმდინარე მომსახურების საფასური; ე) სათამაშო აპარატის მონიტორინგის მოწყობილობის განთავსება − კონტროლის ელექტრონულად განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობის განთავსება; ვ) GSM ბარათის აქტივაცია − მობილური სიგნალის გადასაცემად საჭირო საკომუნიკაციო მოწყობილობის აქტივაცია. მუხლი 4. ერთჯერადი საფასურები 1. ნებართვის მფლობელის/მაძიებლის მიერ სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირველადი კვლევა/ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემის საფასური − არაუმეტეს 35 000 ლარისა, საქმიანობის თითოეული მიმართულების მიხედვით. 2. სისტემურ-ელექტრონული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობისა და თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთან/მაძიებელთან კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის აღჭურვილობის განთავსების საფასური − არაუმეტეს 100 000 ლარისა თითოეულ ნებართვის მფლობელზე/მაძიებელზე. 3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის/მაძიებლის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სათამაშო აპარატებზე მონიტორინგის მოწყობილობის განთავსება (მათ შორის, ინსტალაცია) − არაუმეტეს 500 ლარისა ერთ სათამაშო აპარატზე. 4. GSM ბარათის აქტივაცია − არაუმეტეს 10 ლარისა ერთ სათამაშო აპარატზე. 5. POS ტერმინალის მოწყობა − არაუმეტეს 2500 ლარისა. მუხლი 5. ელექტრონული კონტროლის სისტემის ოპერირების (საოპერაციო) საფასური შერჩეული პირისათვის გადასახდელი საოპერაციო საფასურებია: ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების ნებართვის მფლობელებისთვის − არაუმეტეს GGR-ის 0.5%-ისა ყოველთვიურად; ბ) თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელებისთვის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე − არაუმეტეს GGR-ის 5%-ისა ყოველთვიურად; გ) სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელებისთვის − არაუმეტეს 3.5 ლარისა დღეში ერთ სათამაშო აპარატზე. მუხლი 6. საფასურების გადახდის წესი 1. ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული საფასურების გადახდა ხორციელდება შერჩეული პირის მიერ მომსახურების გაწევამდე. 2. ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული საფასურების ოდენობა და გადახდის პერიოდულობა განისაზღვრება შერჩეულ პირსა და ნებართვის მფლობელს/მაძიებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები