„შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 040170310.10.003.025430
535
08/12/2025
ვებგვერდი, 08/12/2025
040170310.10.003.025430
„შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №535

2025 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის №455 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/07/2020, 040170310.10.003.022172) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებართვის მაძიებელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს, განახორციელოს საქმიანობა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზების, ტოტალიზატორის მოწყობისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით;

ბ) ნებართვის მფლობელი − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზების, ტოტალიზატორის მოწყობისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების გზით;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის შემთხვევაში, GGR მოიცავს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელისთვის მის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშ(ებ)ზე მოთამაშეების მიერ დადებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობას (IN-OUT);“.

2.  მე-3 მუხლის:

 ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) POS ტერმინალის მოწყობა − სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისა) თითოეული ბილეთის ასახვას კონტროლის ელექტრონულ სისტემაში;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მაძიებელთან/მფლობელთან, ასევე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებელთან/მფლობელთან კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის აღჭურვილობის განთავსება − ტექნიკური მოწყობილობების/დანადგარების/სხვა საშუალებების განთავსება, რომლის მიზანია კონტროლის ელექტრონულ სისტემაში სათამაშო სისტემის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების ინტეგრირება;“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთან/მაძიებელთან ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთან/მაძიებელთან კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის  აღჭურვილობის   განთავსების    საფასური   −   არაუმეტეს 100 000 ლარისა თითოეულ ნებართვის მფლობელზე/მაძიებელზე.“.

4. მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისთვის − GGR-ის 1% ყოველთვიურად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე