ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 17/04/2020
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016179
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
76
17/04/2020
ვებგვერდი, 21/04/2020
310050000.54.066.016179
ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/04/2020 - 18/05/2020)

 

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №76

2020 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის  №1 დეკრეტის,  „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164  განკარგულების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ  საავიაციო  საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდეს შემდეგი წესით:

1. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში არ განხორციელდეს:

ა) საზღვარგარეთ ბაზირებული ავიაკომპანიების, საბაზო ობიექტებისა და სხ-ის ინსპექტირება;

ბ) სხ-ის ბაქანზე ინსპექტირება;

 გ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის შემოწმება;

 დ) ავიაკომპანიის ეკიპაჟის მარშრუტზე შემოწმება;

 ე) საავიაციო სატვირთო ტერმინალების, დანიშნული საფოსტო ოპერატორისა და ტვირთგამგზავნების შემოწმება.

2. შესაბამისი ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით:

ა) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი, თუ მას არ გააჩნია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი, ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს უცხო ქვეყნის სერტიფიცირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული და შესაბამისი საავიაციო უწყების მიერ დადასტურებული სამედიცინო სერტიფიკატი;

ბ) პილოტის საკვალიფიკაციო შემოწმება (LPC) შესაძლებელია ჩატარებულ იქნეს საჰაერო ხომალდზე (ნაცვლად საწაფისა, „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს  150 ბრძანების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად).

3. საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი გათავისუფლდეს „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის   203 ბრძანების 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკული მომზადებისა და 87-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან.

4. შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით.

5. საზღვარგარეთ ბაზირებული სხ-ის ვარგისობის სერტიფიკატს, რომლის ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით, ექსპლუატანტის მიერ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და ტექნიკური პერსონალის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის საფუძველზე.

6. საქართველოს შესაბამისი სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში პიროვნების და ავტოსანტრაპორტი საშუალების საშვებს, რომელთა მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით.

7. შეჩერდეს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის  98 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება 2021 წლის პირველ ივლისამდე.

8. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა იწურება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ჩაითვალოს მოქმედად 3 თვის განმავლობაში.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე
15. 22/06/2022 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 136 - ვებგვერდი, 24/06/2022 14. 01/03/2022 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 51 - ვებგვერდი, 07/03/2022 13. 04/02/2022 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 34 - ვებგვერდი, 07/02/2022 12. 28/12/2021 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 294 - ვებგვერდი, 30/12/2021 11. 13/10/2021 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 232 - ვებგვერდი, 19/10/2021 10. 07/09/2021 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 211 - ვებგვერდი, 10/09/2021 9. 10/08/2021 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 190 - ვებგვერდი, 10/08/2021 8. 21/06/2021 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 153 - ვებგვერდი, 23/06/2021 7. 29/03/2021 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 62 - ვებგვერდი, 31/03/2021 6. 08/12/2020 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 195 - ვებგვერდი, 11/12/2020 5. 27/08/2020 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 142 - ვებგვერდი, 31/08/2020 4. 09/07/2020 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 119 - ვებგვერდი, 10/07/2020 3. 03/07/2020 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 116 - ვებგვერდი, 06/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 04/06/2020 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 96 - ვებგვერდი, 05/06/2020 1. 18/05/2020 - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 90 - ვებგვერდი, 22/05/2020