დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 აპრილის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 211 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 07/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016235 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 აპრილის №76 ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 21/04/2020, 310050000.54.066.016179) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. 2022 წლის პირველ იანვრამდე შეჩერდეს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანების მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის მოქმედება და ელექტრონული სწავლების მეთოდის გამოყენება დაშვებულ იქნეს იკაოს დოკ. 9284-ით („საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციები“) გათვალისწინებული ნებისმიერი კატეგორიის პერსონალისათვის. ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: 9. 2022 წლის 1 იანვრამდე, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის (თუ სერტიფიკატი გაცემული არ არის EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ) აღიარება განხორციელდეს სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლებიდან მიღებული ზედამხედველობის ანგარიშის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები