„ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 აპრილის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 04/06/2020
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016184
96
04/06/2020
ვებგვერდი, 05/06/2020
310050000.54.066.016184
„ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 აპრილის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №96

2020 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 აპრილის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 17 აპრილის №76 ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge,  21/04/2020, 310050000.54.066.016179) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“.

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2020 წლის პირველ სექტემბრამდე სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საავიაციო საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობის განხორციელება განხორციელდეს შემდეგი წესით:

1. 2020 წლის პირველ სექტემბრამდე არ განხორციელდეს:

ა) საზღვარგარეთ ბაზირებული ავიაკომპანიების, საბაზო ობიექტებისა და სხ-ის ინსპექტირება;

ბ) უფროსი პილოტ-ინსტრუქტორის შემოწმება;

გ) ავიაკომპანიის ეკიპაჟის მარშრუტზე შემოწმება.“.

3. მე-3-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2020 წლის პირველ სექტემბრამდე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი გათავისუფლდეს „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203-ე ბრძანების 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკული მომზადებისა და 87-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან.

4. შემოწმების ოპერატორის სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით.

5. საზღვარგარეთ ბაზირებული სხ-ის ვარგისობის სერტიფიკატს, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით, სხ-ის ექსპლუატანტის მიერ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და ტექნიკური პერსონალის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშის საფუძველზე.

6. საქართველოს შესაბამისი სამოქალაქო აეროპორტ(ებ)ის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში პიროვნების და ავტოსატრანსპორტო საშუალების საშვებს, რომელთა მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით.“.

4. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 3 თვის ვადით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე