დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 30 მარტის ბრძანება №74 - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 74 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრემიერ-მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/05/2020 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ბრძანება №74
2020 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ
1. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტითა და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი აღსრულების, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირების, სიტუაციის ნორმალიზებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები.
2. ბრძანება ძალაშია 2020 წლის 31 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები