დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 529 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025806 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №529
2020 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:
1. (ამოღებულია - 29.03.2022, №537).
2. (ამოღებულია - 29.03.2022, №537).
3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში (მათ შორის, შენობა-ნაგებობებში) ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების დაცვა.
4. (ამოღებულია - 29.03.2022, №537).
41. (ამოღებულია - 29.03.2022, №537).
5. დასაქმებულმა პირებმა მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, მიმართონ ექიმს, აგრეთვე აცნობონ დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურს/თანამდებობის პირს, თუ საჭიროა თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა.
6. ეპიდემიური საფრთხის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შინაგანაწესის შესაბამისად განსაზღვროს დაწესებულების თანამშრომელთა სამუშაო (მათ შორის, დისტანციურ) რეჟიმზე ყოფნის წესები და პირობები.
შენიშვნა: დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.
7. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა/დაწესებულებებმა/უწყებებმა უზრუნველყონ, ამ განკარგულების გათვალისწინებით, შიდაუწყებრივი სხვა დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრა, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.
8. მიეცეს რეკომენდაცია ყველა პირს, მათ შორის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იხელმძღვანელონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული დებულებებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები