„ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის №529 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 537
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2022
ძალაში შესვლის თარიღი 28/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025955
537
29/03/2022
ვებგვერდი, 29/03/2022
000000000.00.003.025955
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის №529 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №537

2022 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის №529 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის №529 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:

ა) პირველი, მე-2, მე-4  და 41 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეპიდემიური საფრთხის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შინაგანაწესის შესაბამისად განსაზღვროს დაწესებულების თანამშრომელთა სამუშაო (მათ შორის, დისტანციურ) რეჟიმზე ყოფნის წესები და პირობები.

შენიშვნა: დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.“.

2. განკარგულება ძალაშია 2022 წლის 28 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                     ირაკლი ღარიბაშვილი