დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3386 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 12/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016551 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 11 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საბაჟო კონტროლის ზონად განისაზღვროს საბაჟო ფორმალობების განხორციელებისთვის საჭირო შემდეგი სხვა ადგილები: ა) ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურ „ბათუმის“ ტერიტორიამდე; ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი; გ) ტერიტორია, სადაც ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირება. 2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონები მოიცავს: ა) საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს; ბ) საზღვაო ნავსადგურსა და პორტში – სამგზავრო დარბაზს; გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს. 21. „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 4 მაისის №94 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №754 განკარგულებით გათვალისწინებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მომიჯნავედ არსებული, სასაწყობე მეურნეობის/სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა და ავტოსაგასამართი სადგურის აშენებისათვის ან/და მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №74.01.15.054) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №33670 - ვებგვერდი, 13.11.2020წ. 22. „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის №100 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის №674 განკარგულებით გათვალისწინებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მომიჯნავედ არსებული, სავაჭრო ობიექტის მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №22.30.02.800) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №26810 - ვებგვერდი, 26.10.2022წ. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები