„საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26810
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 21/10/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2022
ძალაში შესვლის თარიღი 21/10/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016685
26810
21/10/2022
ვებგვერდი, 26/10/2022
000000000.00.00.016685
„საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №26810

2022 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 თებერვლის №3386 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის №100 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის №674 განკარგულებით გათვალისწინებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მომიჯნავედ არსებული, სავაჭრო ობიექტის მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №22.30.02.800) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 21 ოქტომბრიდან.

სამსახურის უფროსი                                                                         ლევან კაკავა