ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13805.00 კვ. მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.021774
64
30/01/2020
ვებგვერდი, 31/01/2020
330090000.10.003.021774
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13805.00 კვ. მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2020 წლის 30 იანვარი

   ქ. თბილისი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13805.00 კვ. მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 13805.00 კვ. მ გეგმარებითი არეალის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №28.24.26.253; №28.24.26.254)  განაშენიანების რეგულირების გეგმა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია