„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/01/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 340020000.10.003.021747
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
17/01/2020
ვებგვერდი, 20/01/2020
340020000.10.003.021747
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/01/2020 - 20/11/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2020 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2018, 340020000.10.003.020651)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის“:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მცირე ზომის ტარა:

ე.ა) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების თესლისთვის − თესლის ტარა (ეკონომიური შეფუთვა), რომელშიც თესლის მაქსიმალური წონა შეადგენს:

ე.ა.ა) 5 კგ-ს  − პარკოსნებისთვის;

ე.ა.ბ) 500 გ-ს − შემდეგი თესლებისთვის: ხახვი, ჭყიმა, სატაცური, ფოთლოვანი ჭარხალი (მანგოლდი), წითელი ჭარხალი (სუფრის ჭარხალი), ჭარხალი (ჭარხლის ძირხვენა), ტურნეფსი და თალგამი, საზამთრო, გოგრა, ყაბაყი, სტაფილო, ბოლოკი, ძირშავა, ისპანახი, მაშა სალათა;

ე.ა.გ) 100 გ-ს − ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების ყველა სხვა სახეობისთვის;

ე.ბ) შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები  ჭარხლის კულტურისათვის − თესლის ტარა (შეფუთვა), რომელშიც მოთავსებულია  შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის:

ე.ბ.ა) ერთღივიანი ან პრეცეზიული თესლის ტარა, რომელიც გრანულირებული პესტიციდების,  თესლის დრაჟირებისათვის გამოყენებული ნივთიერებების ან სხვა მყარი დანამატების გარეშე არ აღემატება 2,5 კგ-ს,  ან  100 000 კლასტერს, ან მარცვალს;

ე.ბ.ბ) ერთღივიანი და პრეციზიული თესლის, გარდა სხვა სახის თესლის ტარისა, რომელიც გრანულირებული პესტიციდების, თესლის დრაჟირებისათვის გამოყენებული ნივთიერებების ან სხვა მყარი დანამატების გარეშე არ აღემატება 10 კგ-ს;

ე.გ) საფურაჟე კულტურების თესლის ნარევისთვის:

ე.გ.ა) „ა“  ტარა, რომელიც მოიცავს თესლის ნარევს, რომლიც არ არის განკუთვნილი საფურაჟე კულტურების მოსაყვანად, გრანულირებული პესტიციდების,  თესლის დრაჟირებისათვის გამოყენებული ნივთიერებების ან სხვა მყარი დანამატების გარეშე არ აღემატება 2 კგ-ს;

ე.გ.ბ) „ბ“ ტარა, რომელიც მოიცავს „საბაზისო თესლს“, „სერტიფიცირებულ თესლსა“ და „კომერციულ თესლს“, ან თუ შეფუთვა არ წარმოადგენს მცირე ზომის „ა“ ტარას,  გრანულირებული პესტიციდების,  თესლის დრაჟირებისათვის გამოყენებული ნივთიერებების ან სხვა მყარი დანამატების გარეშე. თესლის ნარევის მასა არ აღემატება 10 კგ-ს.“.

2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ტარა (შეფუთვა) უნდა იყოს ისეთი შემადგენლობის, რომ გავლენა არ იქონიოს თესლის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელზე და თესლის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებით დამუშავების შემთხვევაში საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს.“.

3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. თესლის ეტიკეტის მინიმალური ზომაა 110 × 67 მმ.“.

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თესლისა და სარგავი მასალის ყოველი პარტია, რომელიც განკუთვნილია რეალიზაციისათვის, უნდა იყოს დაფასოებული ტარაში, საკმარისად ერთგვაროვან პარტიებად,  რომელიც იქნება დალუქული, ისე რომ შეუძლებელი იყოს მისი გახსნა დაზიანების გარეშე. ტარას უნდა ჰქონდეს მიმაგრებული ეტიკეტი, რომელზეც დატანილი იქნება შესაბამისი ინფორმაცია სათესლე/სარგავი მასალის შესახებ. ასევე შესაძლებელია სარგავი მასალის (მრავალწლოვანი კულტურების) ცალობით რეალიზაცია, ამ წესის მოთხოვნების დაცვით.“.  

5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 15 პუნქტები:

„11. „საბაზისო თესლის“,  „სერტიფიცირებული თესლის“,  „კომერციული თესლის“, „არასრულად სერტიფიცირებული თესლისა“ და თესლის ნარევების ტარა (შეფუთვა) უნდა იყოს შეფუთული და ეტიკეტირებული სერტიფიცირების ორგანოს მიერ ან მისი მეთვალყურეობით. ეტიკეტი უნდა იყოს მიმაგრებული გარეთა მხარეს ან შეიძლება, მოთავსდეს გამჭვირვალე ტარის (შეფუთვის) შიგნით, ისე რომ შესაძლებელი იყოს მასზე მოცემული ინფორმაციის წაკითხვა. დასაშვებია მისაწებებელი ეტიკეტი, როდესაც გამოყენებულია ნახვრეტიანი ეტიკეტი, ის მიმაგრებული უნდა იყოს ლუქით. საბაზისო თესლსა და სერტიფიცირებულ თესლს ასევე უნდა ჰქონდეს თანმხლები დოკუმენტი ეტიკეტის ფერში. თანმხლები დოკუმენტი უნდა მომზადდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მისი ოფიციალურ ეტიკეტში არევა.           

12. „სტანდარტული თესლის“, „სერტიფიცირებული თესლისა“ და „კომერციული თესლის“ მცირე ზომის ტარასა და თესლის ნარევების მცირე ზომის ტარას უნდა ჰქონდეს მიმწოდებლის ეტიკეტი, ან დაბეჭდილი ან დაშტამპული ინფორმაცია.

13. ტარის (შეფუთვის), გარდა მცირე ზომის ტარისა,  ხელმეორედ შეფუთვა შესაძლებელია მხოლოდ სერტიფიცირების ორგანოს მეთვალყურეობით. ხელმეორედ შეფუთვის თარიღი და შეფუთვაზე პასუხისმგებელი ორგანო უნდა მიეთითოს ეტიკეტზე.

14. სერტიფიცირების ორგანოს უნდა ჰქონდეს წვდომა, შეამოწმოს „სერტიფიცირებული თესლის“ მცირე ზომის ტარის იდენტურობა.

15. „საბაზისო თესლის“, „სერტიფიცირებული თესლის“ ან „სტანდარტული თესლის“ ნებისმიერი ქიმიური დამუშავების შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე, ან მიმწოდებლის ეტიკეტსა  და შეფუთვაზე, ან შეფუთვის შიგნით. მცირე ზომის ტარის  შემთხვევაში ინფორმაცია შეიძლება, დაიბეჭდოს უშუალოდ ტარაზე (შეფუთვაზე).“.

6.  მე-6  მუხლის  მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  − 28 პუნქტები:

„21.  მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლისა და საფურაჟე კულტურების „წინასაბაზისო თესლის“ ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია: 

ა) ქვეყანა, სერტიფიცირების ორგანო ან მისი განმასხვავებელი აბრევიატურა;

ბ) პარტიის სერიული ნომერი;

გ) სახეობის ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების მითითების გარეშე);

დ) შეფუთვის თვე და წელი ან სერტიფიცირებისათვის ბოლო ოფიციალური ნიმუშის აღების თვე და წელი;

ე) „წინასაბაზისო თესლი“;

ვ) ანალიზური სიწმინდე;

ზ) ჯიშის/ჰიბრიდის/კომპონენტის დასახელება;

თ) „სერტიფიცირებული თესლის“ ან „პირველი თაობის სერტიფიცირებული თესლის“  წინა თაობათა რაოდენობა.

22. მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლისა და საფურაჟე კულტურების საბაზისო და სერტიფიცირებული თესლის (გარდა ბოსტნეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები  ჭარხლის, საფურაჟე კულტურების თესლის მცირე ზომის ტარისა) ოფიციალურ ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ქვეყანა, სერტიფიცირების ორგანოს დასახელება ან მათი ინიციალები;

ბ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

გ) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

დ) შეფუთვის  თვე და წელი ან სერტიფიცირებისათვის ნიმუშის ბოლო ოფიციალური აღების თვე და წელი. მითითებულია შემდეგნაირად: „შეფუთულია“... (თვე და წელი) ან „ნიმუში აღებულია“....(თვე და წელი);

ე) სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე);

ვ) საფურაჟე კულტურების x Festulolium-ის შემთხვევაში, Festuca და Lolium გვარების შიგნით სახეობების დასახელება;

ზ) ჯიშის დასახელება;

თ) თესლის კატეგორია;

ი) თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

კ) ქვეყანა, სადაც დამზადებულია თესლი;

ლ) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარ დანამატებს, უნდა მიეთითოს დანამატის ხასიათი და თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა;

მ) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისა და მარცვლეული კულტურების ჰიბრიდების ან ინბრედ ხაზების:

მ.ა) „საბაზისო თესლისათვის“ ჰიბრიდის ან ინბრედ ხაზის დასახელება, რომელიც გამოიყენება კომპონენტად საბოლოო ჰიბრიდის მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, მისაღები საბოლოო ჰიბრიდის მითითებით. ჰიბრიდების ან ინბრედ ხაზების შემთხვევაში, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ კომპონენტებად საბოლოო ჰიბრიდის მისაღებად, მიეთითოს სიტყვა  − „კომპონენტი“;

მ.ბ) „საბაზისო თესლისათვის“ სხვა შემთხვევაში კომპონენტის დასახელება სრულად ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული კოდური ნომრით, საჭიროების შემთხვევაში, მათი ფუნქციების (მამა ფორმა ან დედა ფორმა) ან/და მისაღები ჰიბრიდის მითითებით. კომპონენტის დასახელებას თან უნდა ახლდეს სიტყვა − „კომპონენტი“;

მ.გ) „სერტიფიცირებული თესლისთვის“ ჰიბრიდის დასახელება, რომელსაც თან უნდა ახლდეს სიტყვა − „ჰიბრიდი“;

ნ) თუ აღმოცენების უნარზე ხელმეორედ არის თესლი შემოწმებული, მიეთითოს: „ხელმეორედ შემოწმებული“ (თვე, წელი). ინფორმაცია შესაძლებელია, დამატებით განთავსდეს მისაწებებელი დამატებითი ეტიკეტის სახით;

ო) შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის კულტურისათვის:

ო.ა) კლასტერების ან სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

ო.ბ) ერთღივიანი თესლისათვის: „ერთღივიანი თესლი“;

ო.გ) პრეციზიული თესლისათვის: „პრეციზიული თესლი“;

პ) საფურაჟე კულტურების მეორე და შემდგომი თაობების სერტიფიცირებული თესლისათვის თაობათა რაოდენობა „საბაზისო თესლის შემდეგ“;

ჟ) საფურაჟე კულტურების ჯიშებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება გამოცდას, სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე მიეთითება სიტყვები − „არ არის განკუთვნილი საფურაჟე მიზნებისათვის“.

23. საფურაჟე კულტურების კომერციული თესლის ოფიციალურ ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) „კომერციული თესლი“ (რომელიც არ არის სერტიფიცირებული ჯიშების შემთხვევაში);

ბ) ქვეყანა და ორგანო, რომლის მეთვალყურეობითაც მზადდება თესლი;

გ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

დ) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) შეფუთვის თვე და წელი ან სერტიფიცირებისათვის ნიმუშის ბოლო ოფიციალური აღების თვე და წელი. მითითებულია შემდეგნაირად: „შეფუთულია“... (თვე და წელი) ან „ნიმუში აღებულია“....(თვე და წელი);

ვ)  სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე). ხანჭკოლის შემთხვევაში,   დამატებით უნდა მიეთითოს მწარეა ის თუ ტკბილი;

ზ) თესლის დამზადების ადგილმდებარეობა;

თ) სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

ი) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარი დანამატებს, უნდა მიეთითოს თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა;

კ) თუ აღმოცენების უნარზე ხელმეორედ არის თესლი შემოწმებული,  მიეთითოს: „ხელმეორედ შემოწმებული“ (თვე, წელი). ინფორმაცია შესაძლებელია, დამატებით განთავსდეს მისაწებებელი დამატებითი ეტიკეტის სახით.

24. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სტანდარტული თესლის ნარევების მცირე ზომის ტარაზე (შეფუთვა), შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის, საფურაჟე და მარცვლეული კულტურების, თესლის ნარევების ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) „ჯიშების ნარევი“ ან „სახეობების ნარევი“;

ბ) თესლის ნარევი, განკუთვნილია − (დანიშნულება) (საფურაჟე კულტურებისათვის);

გ) ქვეყანა და ორგანო, რომლის მეთვალყურეობითაც მზადდება თესლი;

დ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

ე) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) შეფუთვის თვე და წელი ან სერტიფიცირებისათვის ნიმუშის ბოლო ოფიციალური აღების თვე და წელი. მითითებულია შემდეგნაირად: „შეფუთულია“... (თვე და წელი) ან „ნიმუში აღებულია“....(თვე და წელი);

ზ) სახეობების ან ჯიშების, როგორც კომპონენტების დასახელება და მათი პროცენტული შემცველობა წონის მიხედვით. სახეობების შემთხვევაში,  ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე). x Festulolium-ის შემთხვევაში, Festuca და Lolium გვარების შიგნით სახეობების დასახელება;

თ) სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

ი) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარ დანამატებს, უნდა მიეთითოს თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა;

კ) თუ აღმოცენების უნარზე ხელმეორედ არის ცალკეული კომპონენტების თესლი შემოწმებული, მიეთითოს: „ხელმეორედ შემოწმებული“  (თვე, წელი). ინფორმაცია შესაძლებელია, დამატებით განთავსდეს მისაწებებელი დამატებითი ეტიკეტის სახით. 

25. საფურაჟე კულტურების თესლის ნარევების მიმწოდებლის ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) „მცირე ზომის „ა“ ტარა“ ან „მცირე ზომის „ბ“ ტარა“;

ბ)  მიმწოდებლის, რომელიც პასუხისმგებელია ბაზარზე თესლის განთავსებაზე,  მისამართი და  საიდენტიფიკაციო ნიშანი;

გ) „მცირე ზომის „ბ“ ტარა“: ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

დ) „მცირე ზომის „ბ“ ტარა“: სამსახურის დასახელება, რომელმაც მიანიჭა სერიული ნომერი;

 ე) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

 ვ) თესლის ნარევი განკუთვნილია ... (დანიშნულება);

ზ) სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

თ) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარ დანამატებს, უნდა მიეთითოს თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა;

ი) თესლის ნარევებში ცალკეული კომპონენტების დასახელება სახეობების, საჭიროების შემთხვევაში, ჯიშების მიხედვით.

26. ბოსტნეულისა და ბაღჩეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის, საფურაჟე კულტურების „სერტიფიცირებული თესლისა“ და  „კომერციული თესლის“ მცირე ზომის ტარის (შეფუთვის), ასევე ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების „სტანდარტული თესლის“ ეტიკეტირებისას, რომელიც ხდება მიმწოდებლის მიერ, თესლის ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილი უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) „მცირე ზომის ტარა“; 

ბ)  მიმწოდებლის, რომელიც პასუხისმგებელია ბაზარზე თესლის განთავსებაზე,  მისამართი და  საიდენტიფიკაციო ნიშანი;

გ) შეფუთვის წელი, ბაზარზე განთავსების წელი ან აღმოცენების უნარზე შემოწმების ბოლო წელი;

დ) საფურაჟე კულტურების „სერტიფიცირებული თესლის“ ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

ე)  ორგანოს დასახელება, რომელმაც მიანიჭა სერიული ნომერი;

ვ) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ზ) სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე). ხანჭკოლის შემთხვევაში,  დამატებით უნდა მიეთითოს მწარეა ის თუ ტკბილი. შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს შაქრის არის თუ საკვები. x Festulolium-ის შემთხვევაში, Festuca და Lolium გვარების შიგნით სახეობების დასახელება;

თ) ჯიშის/ჰიბრიდის სრული დასახელება ან სინონიმი (გარდა საფურაჟე კულტურების კომერციული თესლისა). ჰიბრიდის შემთხვევაში, მიეთითოს სიტყვა − „ჰიბრიდი“;

ი) კატეგორია. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისათვის „სერტიფიცირებული თესლის“ მცირე ზომის ტარის (შეფუთვის) შემთხვევაში, მითითებული უნდა ჰქონდეს − „C“, ხოლო „სტანდარტული თესლისათვის“ − „ST“;

კ) ქვეყანა, სადაც დამზადებულია თესლი;

ლ) სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა (გარდა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების  500 გრ-მდე თესლის მცირე ზომის ტარისა (შეფუთვისა)) ან კლასტერების რაოდენობა;

მ) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარ დანამატებს, უნდა მიეთითოს დანამატის ხასიათი და თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა;

ნ) შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის კულტურის ერთღივიანი თესლისათვის: „ერთღივიანი თესლი“;

ო) შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის კულტურის პრეციზიული თესლისათვის: „პრეციზიული თესლი“;

პ) საფურაჟე კულტურების ჯიშებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება გამოცდას სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე, მიეთითება სიტყვები: „არ არის განკუთვნილი საფურაჟე მიზნებისათვის“. 

27. მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის და საფურაჟე კულტურების „არასრულად სერტიფიცირებული თესლის“ ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საველე ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს დასახელება ან მათი ინიციალები;

ბ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

გ) სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე);

დ) ჯიშის/ჰიბრიდის დასახელება. თუ ჰიბრიდი ან ხაზი გამოიყენება საბოლოო ჰიბრიდის მისაღებად, როგორც კომპონენტი, მიეთითოს სიტყვა − „კომპონენტი“. ჰიბრიდის შემთხვევაში, მიეთითოს სიტყვა − „ჰიბრიდი“;

ე) კატეგორია;

ვ) მიეთითოს სიტყვები: „არასრულად სერტიფიცირებული თესლი“;

ზ) თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა;

თ) სათესლე ნაკვეთის ან პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი.

28. „არასრულად სერტიფიცირებული თესლის“ თანმხლებ დოკუმენტზე მოცემული უნდა იყოს  შემდეგი ინფორმაცია:

ა) დოკუმენტის გამცემი ორგანო;

ბ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი;

გ) სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე);

დ) ჯიშის/ჰიბრიდის დასახელება, თუ ჰიბრიდი ან ხაზი გამოიყენება საბოლოო ჰიბრიდის მისაღებად, როგორც კომპონენტი, მიეთითოს სიტყვა − „კომპონენტი“;

ე) იმ თესლის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც გამოიყენეს დასათესად და ქვეყნ(ებ)ის სახელწოდება, სადაც ჩატარდა დასათესად გამოყენებული თესლის სერტიფიცირება;

ვ) სათესლე ნაკვეთის ან პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ზ) ადგილის დასახელება, სადაც ამ დოკუმენტით განსაზღვრული თესლი იქნა მოყვანილი;

თ) მოყვანილი თესლისა და ტარის (შეფუთვის) რაოდენობა;

ი) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სათესლე ნაკვეთი, საიდანაც თესლია მიღებული, აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;

კ) საჭიროების შემთხვევაში, თესლის წინასწარი ანალიზის შედეგები;

ლ) „სერტიფიცირებული თესლის“ შემთხვევაში, თაობათა რაოდენობა „საბაზისო თესლის“ შემდეგ;

მ) კატეგორია.“.

7. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თესლის ნარევების – მწვანე;

ზ) სტანდარტული კატეგორიის თესლის/სარგავი მასალის − მუქი ყვითელი;“.

8. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) არასრულად სერტიფიცირებული თესლის − ნაცრისფერი;

ი) კომერციული თესლის − ყავისფერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია