დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 695 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/11/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/11/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 340020000.10.003.022416 |
|
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2020, 340020000.10.003.021747) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტით ჩამოყალიბებულ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ჯიშობრივი ასოციაცია – საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში შესული, სპეციფიკური დამამტვერიანებელ-დამოკიდებული“ ჰიბრიდისა და ერთი ან რამდენიმე დამამტვერიანებლის თესლის ნარევისაგან შემდგარი სერტიფიცირებული კატეგორიის თესლი. ნარევის პროპორცია დგინდება მისი კომპონენტების შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის მიერ, რაც ეცნობება სერტიფიცირების ორგანოს.“; ბ) მე-6 პუნქტით დამატებული მე-6 მუხლის 21, 22 და 23 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის, კარტოფილისა და საფურაჟე კულტურების „წინასაბაზისო თესლის“ ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილ უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) ქვეყანა, სერტიფიცირების ორგანო ან მისი განმასხვავებელი აბრევიატურა; ბ) პარტიის სერიული ნომერი; გ) სახეობის ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების მითითების გარეშე); დ) შეფუთვის თვე და წელი ან სერტიფიცირებისათვის ბოლო ოფიციალური ნიმუშის აღების თვე და წელი; ე) „წინასაბაზისო თესლი“; ვ) ანალიზური სიწმინდე; ზ) ჯიშის/ჰიბრიდის/კომპონენტის დასახელება; „თ) „სერტიფიცირებული თესლის“ ან „პირველი თაობის სერტიფიცირებული თესლის“ წინა თაობათა რაოდენობა; ი) საზეთე და საბოჭკოე კულტურები. 22. მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის, საზეთე და საბოჭკოე კულტურების, კარტოფილისა და საფურაჟე კულტურების საბაზისო და სერტიფიცირებული თესლის (გარდა ბოსტნეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის, საფურაჟე კულტურების თესლის მცირე ზომის ტარისა) ოფიციალურ ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილ უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) ქვეყანა, სერტიფიცირების ორგანოს დასახელება ან მათი ინიციალები; ბ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი; გ) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი; დ) შეფუთვის თვე და წელი ან სერტიფიცირებისათვის ნიმუშის ბოლო ოფიციალური აღების თვე და წელი. მითითებულია შემდეგნაირად: „შეფუთულია“... (თვე და წელი) ან „ნიმუში აღებულია“....(თვე და წელი); ე) სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე); ვ) საფურაჟე კულტურების x Festulolium-ის შემთხვევაში, Festuca და Lolium გვარების შიგნით სახეობების დასახელება; ზ) ჯიშის დასახელება; თ) თესლის კატეგორია; ი) თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა; კ) ქვეყანა, სადაც დამზადებულია თესლი; ლ) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარ დანამატებს, უნდა მიეთითოს დანამატის ხასიათი და თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა; მ) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისა და მარცვლეული კულტურების ჰიბრიდების ან ინბრედ ხაზების: მ.ა) „საბაზისო თესლისათვის“ ჰიბრიდის ან ინბრედ ხაზის დასახელება, რომელიც გამოიყენება კომპონენტად საბოლოო ჰიბრიდის მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში, მისაღები საბოლოო ჰიბრიდის მითითებით. ჰიბრიდების ან ინბრედ ხაზების შემთხვევაში, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ კომპონენტებად საბოლოო ჰიბრიდის მისაღებად, მიეთითოს სიტყვა − „კომპონენტი“; მ.ბ) „საბაზისო თესლისათვის“ სხვა შემთხვევაში კომპონენტის დასახელება სრულად ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული კოდური ნომრით, საჭიროების შემთხვევაში, მათი ფუნქციების (მამა ფორმა ან დედა ფორმა) ან/და მისაღები ჰიბრიდის მითითებით. კომპონენტის დასახელებას თან უნდა ახლდეს სიტყვა − „კომპონენტი“; მ.გ) „სერტიფიცირებული თესლისთვის“ ჰიბრიდის დასახელება, რომელსაც თან უნდა ახლდეს სიტყვა − „ჰიბრიდი“; ნ) თუ აღმოცენების უნარზე ხელმეორედ არის თესლი შემოწმებული, მიეთითოს: „ხელმეორედ შემოწმებული“ (თვე, წელი). ინფორმაცია შესაძლებელია, დამატებით განთავსდეს მისაწებებელი დამატებითი ეტიკეტის სახით; ო) შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის კულტურისათვის: ო.ა) კლასტერების ან სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა; ო.ბ) ერთღივიანი თესლისათვის: „ერთღივიანი თესლი“; ო.გ) პრეციზიული თესლისათვის: „პრეციზიული თესლი“; პ) საფურაჟე კულტურების მეორე და შემდგომი თაობების სერტიფიცირებული თესლისათვის თაობათა რაოდენობა „საბაზისო თესლის შემდეგ“; ჟ) საფურაჟე კულტურების ჯიშებისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება გამოცდას, სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე მიეთითება სიტყვები − „არ არის განკუთვნილი საფურაჟე მიზნებისათვის“; რ) ჯიშობრივი ასოციაციის სერტიფიცირებული თესლისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯიშის სახელის ნაცვლად გამოყენებულია ჯიშური ასოციაციის სახელი, თან უნდა ახლდეს (ინფორმაცია ჯიშური ასოციაციისა და მისი სახელის შესახებ) და სახეობის სხვადასხვა სახის კომპონენტების პროცენტული მაჩვენებელი წონის მიხედვით; ჯიშობრივი ასოციაციის სახელი საკმარისია, თუ წონის მიხედვით პროცენტული მაჩვენებელი წერილობით ეცნობება მყიდველს, მისი თხოვნის საფუძველზე და იქნება ოფიციალურად ჩაწერილი. 23. საფურაჟე და საზეთე და საბოჭკოე კულტურების კომერციული თესლის ოფიციალურ ეტიკეტზე ან ტარაზე (შეფუთვაზე) დატანილ უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) „კომერციული თესლი“ (რომელიც არ არის სერტიფიცირებული ჯიშების შემთხვევაში); ბ) ქვეყანა და ორგანო, რომლის მეთვალყურეობითაც მზადდება თესლი; გ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი; დ) პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) შეფუთვის თვე და წელი ან სერტიფიცირებისათვის ნიმუშის ბოლო ოფიციალური აღების თვე და წელი. მითითებულია შემდეგნაირად: „შეფუთულია“... (თვე და წელი) ან „ნიმუში აღებულია“....(თვე და წელი); ვ) სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე). ხანჭკოლის შემთხვევაში, დამატებით უნდა მიეთითოს მწარეა ის თუ ტკბილი; ზ) თესლის დამზადების ადგილმდებარეობა; თ) სუფთა თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა; ი) იმ შემთხვევაში, თუ მითითებულია თესლის წონა და გამოყენებულია გრანულირებული პესტიციდები, თესლი დრაჟირებულია ან მოიცავს სხვა მყარ დანამატებს, უნდა მიეთითოს თესლისა და ამ ნივთიერებების წონათა თანაფარდობა; კ) თუ აღმოცენების უნარზე ხელმეორედ არის თესლი შემოწმებული, მიეთითოს: „ხელმეორედ შემოწმებული“ (თვე, წელი). ინფორმაცია შესაძლებელია, დამატებით განთავსდეს მისაწებებელი დამატებითი ეტიკეტის სახით.“; გ) მე-6 პუნქტით დამატებული მე-6 მუხლის 27 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის, შაქრის ჭარხლისა და ცხოველის საკვები ჭარხლის, საზეთე და საბოჭკოე და საფურაჟე კულტურების „არასრულად სერტიფიცირებული თესლის“ ეტიკეტზე დატანილ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) საველე ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს დასახელება ან მისი ინიციალები; ბ) ოფიციალურად მინიჭებული სერიული ნომერი; გ) სახეობა − ქართული და ბოტანიკური დასახელება (ლათინური დასახელება სრულად ან ავტორების გარეშე); დ) ჯიშის/ჰიბრიდის დასახელება. თუ ჰიბრიდი ან ხაზი გამოიყენება საბოლოო ჰიბრიდის მისაღებად, როგორც კომპონენტი, მიეთითოს სიტყვა − „კომპონენტი“. ჰიბრიდის შემთხვევაში მიეთითოს სიტყვა − „ჰიბრიდი“; ე) კატეგორია; ვ) მიეთითოს სიტყვები – „არასრულად სერტიფიცირებული თესლი“; ზ) თესლის დეკლარირებული წონა ან რაოდენობა; თ) სათესლე ნაკვეთის ან პარტიის საიდენტიფიკაციო ნომერი.“. 2. პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამატებული მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) ჯიშების ასოციაციის მიერ დამოწმებული სერტიფიცირებული თესლის – ლურჯი დიაგონალური მწვანე ხაზით.“. 3. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61. ზოგიერთი სათესლე მასალისთვის ერთჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემები 1. ზოგიერთი სათესლე მასალისთვის შეფუთვის სისტემა უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენების. აღნიშნული მოთხოვნა ეხება: ა) საფურაჟე კულტურებს: ა.ა) Lupinus albus – თეთრი ხანჭკოლა; ა.ბ) Lupinus angustifolius – ლურჯი ხანჭკოლა; ა. გ) Lupinus luteus – ყვითელი ხანჭკოლა; ა.დ) Pisum sativum – ჩვეულებრივი ბარდა; ა.ე) Vicia faba – ცერცვი; ა.ვ) Vicia pannonica – უნგრული ცერცველა; ა.ზ) Vicia sativa – ჩვეულებრივი ცერცველა; ა.თ) Vicia villosa – ბანჯგვლიანი ცერცველა; ბ) მარცვლოვან კულტურებს. 2. ქაღალდის ან პლასტიკურ ტარას არ უნდა ჰქონდეს არანაირი ღია ჭრილი, გარდა სათესლე მასალით შესავსები მოწყობილობისა, რომელიც იფუთება შევსების შემდეგ თვითწებვადი ან თერმოდამლუქი სისტემით ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი დაზიანების გარეშე გახსნა. 3. უქსოვადი მასალისაგან დამზადებული ტომრები იფუთება გაკერვით, იმ პირობით, რომ გასახსნელის, სულ მცირე, ერთ მხარეს იყოს ციფრული შკალის ანაბეჭდი, რომლის წაშლაც შეუძლებელია, ან მსგავსი ანაბეჭდები (ასოები, ესკიზი), რომელიც გვიჩვენებს, რომ ტომრებმა შეინარჩუნეს მათი თავდაპირველი ზომები. 4. Helianthus annuus – მზესუმზირის ქაღალდის ან პლასტიკური ტარისთვის, რომელსაც არ აქვს არანაირი ჭრილი, გარდა შესავსები მოწყობილობისა, რომელიც იკეტება იმ ზეწოლით, რომელიც გამოწვეულია შევსებული თესლის წონით, შესავსები მოწყობილობის სიგრძე არ უნდა იყოს ტომრის სიგანის 22%-ზე ნაკლები.“.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები