„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 303
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 340020000.10.003.024136
303
15/08/2023
ვებგვერდი, 15/08/2023
340020000.10.003.024136
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №303

2023 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2020, 340020000.10.003.021747)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 მუხლები:

„მუხლი 61ზოგიერთი სათესლე მასალისთვის ერთჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემები

1. ზოგიერთი სათესლე მასალისთვის შეფუთვის სისტემა უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენების. აღნიშნული მოთხოვნა ეხება:

ა) საფურაჟე კულტურებს:

ა.ა) Lupinus albus – თეთრი ხანჭკოლა;

ა.ბ) Lupinus angustifolius – ლურჯი ხანჭკოლა;

ა. გ) Lupinus luteus – ყვითელი ხანჭკოლა;

ა.დ) Pisum sativum – ჩვეულებრივი ბარდა;

ა.ე) Vicia faba L. (partim) – ცერცვი;

ა.ვ) Vicia pannonica – უნგრული  ცერცველა;

ა.ზ) Vicia sativa – ჩვეულებრივი ცერცველა;

ა.თ) Vicia villosa – ბანჯგვლიანი ცერცველა;

ბ) მარცვლოვან კულტურებს.

2. ქაღალდის ან პლასტიკურ ტარას არ უნდა ჰქონდეს არანაირი ღია ჭრილი, გარდა სათესლე მასალით შესავსები მოწყობილობისა, რომელიც იფუთება შევსების შემდეგ თვითწებვადი ან თერმოდამლუქი სისტემით ისე, რომ  შეუძლებელი იყოს მისი დაზიანების გარეშე გახსნა.

3.  უქსოვადი მასალისაგან დამზადებული ტომრები იფუთება გაკერვით, იმ პირობით, რომ გასახსნელის,  სულ მცირე,  ერთ მხარეს იყოს ციფრული შკალის ანაბეჭდი, რომლის წაშლაც შეუძლებელია,  ან მსგავსი  ანაბეჭდები (ასოები, ესკიზი), რომელიც გვიჩვენებს, რომ ტომრებმა შეინარჩუნეს მათი  თავდაპირველი ზომები.

4. Helianthus annuus – მზესუმზირის  ქაღალდის ან პლასტიკური ტარისთვის, რომელსაც არ აქვს არანაირი ჭრილი, გარდა შესავსები მოწყობილობისა, რომელიც იკეტება იმ ზეწოლით, რომელიც გამოწვეულია შევსებული თესლის წონით, შესავსები მოწყობილობის სიგრძე არ უნდა იყოს ტომრის სიგანის 22%-ზე ნაკლები.

მუხლი 62.  გენეტიკური რესურსების შესანარჩუნებლად  კონსერვაციისთვის განკუთვნილი საფურაჟე კულტურების თესლის ნარევების ეტიკეტირებასთან  დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები

1. გენეტიკური რესურსების შესანარჩუნებლად  კონსერვაციისთვის განკუთვნილი საფურაჟე კულტურების თესლის  ნარევები ბაზარზე უნდა განთავსდეს მხოლოდ დახურული შეფუთვითა და დალუქული კონტეინერით.

2.  დალუქვის უზრუნველსაყოფად, დალუქვის სისტემა უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, ეტიკეტს ან ლუქის სამაგრს.

3. შეფუთვა და კონტეინერი ისე უნდა იყოს დალუქული, რომ შეუძლებელი იყოს მათი გახსნა ლუქის დაზიანებისა და მწარმოებლის ეტიკეტის, შეფუთვის ან კონტეინერის მთლიანობის დარღვევის მტკიცებულებების დატოვების გარეშე.

4. გენეტიკური რესურსების შესანარჩუნებლად,  კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევების შეფუთვაზე და კონტეინერზე მწარმოებლის ეტიკეტი  უნდა იყოს დაბეჭდილი ან დაშტამპული და შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას:

ა) ეტიკეტის ან მისი საიდენტიფიკაციო ნიშნის განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და მისამართი;

ბ)   მოსავლის აღების მეთოდი: პირდაპირ აღებული ნარევი, ან კულტურათა ნარევი;

გ) დალუქვის წელი, გამოთქმული, როგორც „დალუქულია...“ (წელი);

დ) წარმოშობის რეგიონი;

ე) წყაროს არეალი;

ვ) შეგროვების ადგილი;

ზ) შეგროვების ადგილის ჰაბიტატის ტიპი;

 თ) სიტყვები: „კონსერვაციისთვის განკუთვნილი საფურაჟე კულტურების თესლის ნარევი, რომელიც განკუთვნილია იმავე ჰაბიტატის ტიპის  ტერიტორიაზე გამოყენებისათვის, როგორიც შეგროვების ადგილია, ბიოტური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე“;

ი) ეტიკეტის დამაგრებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მინიჭებული პარტიის საცნობარო ნომერი;

კ) კომპონენტების პროცენტული შემცველობა სახეობებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ქვესახეობების მიხედვით;

ლ) დეკლარირებული წონა ნეტო ან ბრუტო;

მ) როდესაც გამოიყენება გრანულირებული პეტიციდები, პელეტირებადი ნივთიერებები ან სხვა მყარი დანამატები, მიეთითება დანამატის სახეობა და ასევე კლასტერის ან  თესლის სუფთა წონასა და მთლიან წონას შორის სავარაუდო თანაფარდობა;

ნ) კონსერვაციისთვის განკუთვნილი კულტურათა ნარევის შემთხვევაში, ნარევის კომპონენტებისათვის თესლის აღმოცენების სპეციფიკური მაჩვენებელი, რომელიც არ შეესაბამება „საფურაჟე კულტურების თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №46  დადგენილების დანართი №2-ით თესლის აღმოცენებისადმი დადგენილ მოთხოვნებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში საკმარისია მითითებულ იქნეს უშუალოდ პირდაპირ აღებული კონსერვაციისთვის განკუთვნილი ნარევების კომპონენტების სახეობები და, საჭიროების შემთხვევაში – ქვესახეობები, რომლებიც დამახასიათებელია შეგროვების ადგილის ჰაბიტატის ტიპისათვის, არიან ნარევის კომპონენტები და რომლებიც მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს შესანარჩუნებლად, გენეტიკური რესურსების კონსერვაციის  კონტექსტში.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტში საკმარისია მითითებულ იქნეს მოთხოვნილი  თესლის აღმოცენების უნარის საშუალო მნიშვნელობა იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი სპეციფიკური აღმოცენების უნარის მაჩვენებელი ხუთზე მეტია.“.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი