ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 661
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.021683
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
661
30/12/2019
ვებგვერდი, 31/12/2019
360160000.10.003.021683
ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2019 - 21/02/2025)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №661

2019 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესი“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებათა რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №446 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან და ძალაშია 2025 წლის 1  იანვრამდე. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულების რეგულირების წესი

 


მუხლი 1. „ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების რეგულირების წესი“ (შემდგომში − წესი)  შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად და ადგენს 2025 წლის 1 იანვრამდე ნარჩენების მართვის კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების რეგულირების წესს.

მუხლი 2. ამ წესში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 3

1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა.

2. 2025 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური ან იურიდიული პირი თავისუფლდება კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების ვალდებულებისაგან, თუ იგი ახორციელებს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ ან სხვა საქმიანობას და წლის განმავლობაში წარმოქმნის 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს.

მუხლი 4

1. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან ნებისმიერი ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა), ვალდებულია, განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი, რომლის ნარჩენებთან დაკავშირებული მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. 2025 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური ან იურიდიული პირი თავისუფლდება გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ვალდებულებისაგან, თუ იგი ახორციელებს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ ან სხვა საქმიანობას და წლის განმავლობაში წარმოქმნის 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს.

მუხლი 5

1. ნარჩენების აღრიცხვისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ ნარჩენების მართვის კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა).

2. 2025 წლის 1 იანვრამდე ნარჩენების მართვის კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელი პირები, რომლებიც წარმოქმნიან 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენს, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელი, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 120 კგ ან ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება, თავისუფლდებიან ნარჩენების აღრიცხვისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე ანგარიშგების ვალდებულებისაგან.