დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26 |
დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.116.016471 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/12/2019 - 03/01/2020)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დანართი №1 შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №60 დადგენილება (www.matsne.gov.ge31/12/2018წ. სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.116.016445) |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
თავი I
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: |
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: |
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 7208,5 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: |
ათასი ლარი
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს 6453,5 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: |
ათასი ლარი
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები (ტრანსფერები) |
ბიუჯეტის შემოსავლები გრანტებიდან განისაზღვროს 155.0 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: |
ათასი ლარი
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 200 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის: |
ათასი ლარი
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 7228,5 ათასი ლარით. მათ შორის: |
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 564,0 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 584,0 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 20,0ათასი ლარით:
|
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივები ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: |
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის საოპერაციო სალდო განისაზღვროს 514,8 ათასი ლარით, ხოლო ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 107.8 ათასი ლარით: |
|
მუხლი 11.
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0 ლარით. მათ შორის: |
ათასი ლარი
|
მუხლი 12.
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვრის 55,6 ათსი ლარით. მათ შორის: |
|
თავი II
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება |
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,871,9 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
ათას ლარში
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
|
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 427,6ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 841,4 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
ათას ლარში
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი |
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1559,4 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
ათას ლარში
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 470 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
ათას ლარში
|
მუხლი 18.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები
|
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში.
|
თავი III
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 19.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები პრიორიტეტების, პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით განისაზრვროს შემდეგი რედაქციით: |
ათასი ლარი
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 20.
ასიგნებების დაფინანსება |
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 21.
ასიგნებების გადანაწილება |
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის განსაზღვრული წესის თანახმად.
|
მუხლი 22.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება
|
2020 წლის განმავლობაში ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 23.
დავალიანებების ანაზღაურება |
მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2020 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
|
მუხლი 24.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 140,0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 89,3 ათასი ლარი. ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 65,7 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 25.
სარეზერვო ფონდი |
2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 70 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები