დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 101-უ.ს.რ.ს. |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 12/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016081 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (17/12/2019 - 30/04/2020)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ
|
თავი I
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
|
თავი II
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 301250.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
|
მუხლი 3.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები 290000.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
|
მუხლი 4.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები |
(ათასი ლარი)
|
მუხლი 5.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 11250.0 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
|
თავი III
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 6.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები 246711.1 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
|
მუხლი 7.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 80077.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 100921.4 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20844.3 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
|
მუხლი 8.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 347632.5 ათასი ლარის ოდენობით:
(ათასი ლარი)
|
თავი IV
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 9.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-25538.2) ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 10.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-28000.0) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 28000.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
|
მუხლი 11.
ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-2461.8) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებათა კლება 2461.8 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
|
თავი V
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (ქვეპროგრამები) შემდეგი რედაქციით:
1. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გამართული ფუნქციონირება, ვინაიდან იგი არის რეგიონის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი, საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციების მქონე ხელისუფლების შტო. 1.1. საკანონმდებლო საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, კონტროლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე. საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საარჩევნო გარემოს განვითარება აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით ვადებში დაგეგმვა და გამართვა. არჩევნების სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა. საარჩევნო კამპანიის წარმართვა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიზნით.
2.1. საარჩევნო სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება
2.2. არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა 3. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა
რეგიონის ინსტიტუციური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია აღმასრულებელი ორგანოს გამართული ფუნქციონირება.
4.10.ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის
5. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
5.1. ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა
5.3. ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება
5.4. რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა
6. ინფრასტრუქტურის განვითარება
7 . ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა
7.1. განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
7.6. ზოგადი და პროფესიული განათლება
8. კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
8.3. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
8.4. კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
8.8. ლიტერატურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა
9.1. სპორტის სფეროს მართვა
9.2. სპორტის ხელშეწყობა
12. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის სახსრების ენდოპროთეზირების (გადაგვარებული ან დაზიანებული სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით) ჩატარებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
12.2.4. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა
12.2.5. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
12.2.6. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
12.2.7. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია
12.3. პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა
12.3.1. სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფა
12.4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
13. მოსახლეობის სოციალური დაცვა
13.1. სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია
13.4. მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფა
13.6. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა
14. დასაქმების ხელშეწყობა
15. სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარება
15.1. აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა
17. ტყის მდგრადი მართვა |
თავი VI
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება |
მუხლი 13.
საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 350 094.3 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათასი ლარი)
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 14.
საწევროები საერთაშორისო ორგანიზაციებში |
განისაზღვროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევროები 15.0 ათასი ლარის ოდენობით, საწევროების გადახდა ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მეშვეობით.
|
მუხლი 15.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფონდები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 3000.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 12669.5 ათასი ლარის ოდენობით, მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16.
სესხების მომსახურება და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნება |
განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურების და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნების საბიუჯეტო ასიგნება 3606.5 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
|
მუხლი 17.
უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსება |
განისაზღვროს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯები 310.9 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
|
მუხლი 18.
გრანტები |
1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება 63600.0 ათასი ლარის ოდენობით. თვითმართველი ერთეულების ბიუჯეტებთან ანგარიშსწორებას, მათზე გადასაცემი გრანტის ფარგლებში ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
2. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე გამოყოფილი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში კაპიტალური პროექტების ჩამონათვალს ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. |
მუხლი 19.
სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება |
განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 3209.3 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე.
|
მუხლი 20.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამის „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი – 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში 2019 წელს გაცემული ვაუჩერები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2019 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით სამინისტროს პროგრამის – „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება“ (პროგრამული კოდი – 0602) შესაბამისი ქვეპროგრამების ასიგნებებიდან.
სტიქიით დაზარალებული ოჯახების (ეკომიგრანტების) უსაფრთხო გარემოში შეუფერხებელი გადაყვანის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამის „ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) ფარგლებში, 2019 წელს საექსპერტო დასკვნებით მოწოდებული საცხოვრებელ ფართების შესყიდვა განხორციელდეს, ამ კანონით სამინისტროს – „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი – 0609) – პროგრამის 2020 წლის ასიგნებებიდან, 2020 წლის დასაწყისიდან არა უმეტეს 45 სამუშაო დღის განმავლობაში. |
მუხლი 21.
ფულადი ჯილდოები, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარებები |
2020 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე ფულადი ჯილდოს, დანამატისა და სხვა ანაზღაურების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 22.
დავალიანებების დაფარვა |
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დასაფარავად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2020 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ამ მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
მუხლი 23.
ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და ქვეპროგრამები |
1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები თანახმად დანართისა.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში ცვლილებები, ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 24.
ასიგნებების გადანაწილება |
ნება დაერთოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 92-ე მუხლის და „საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 33
1 მუხლის შესაბამისად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 9 ივნისის №10 დადგენილების საფუძველზე განახორციელოს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
|
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 25.
კანონის ამოქმედება |
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 190040000.30.056.016076, 25/12/2018). |
ჩაქვი, 12 დეკემბერი 2019 წ. N101-უ.ს.რ.ს.
|
დოკუმენტის კომენტარები