დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 111-უ.ს.გ.ს. |
დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 30/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.30.056.016084 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge 190040000.30.056.016081, 17/12/2019) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. I-VI თავები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: „თავი I
მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ბალანსი (ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
თავი II აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები
(ათასი ლარი)
მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადები (ათასი ლარი)
მუხლი 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები (ათასი ლარი)
მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლები (ათასი ლარი)
თავი III აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
(ათასი ლარი)
მუხლი 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება (ათასი ლარი)
ბ) განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება17344.3 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია (ათასი ლარი)
თავი IV აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
(ათასი ლარი)
2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 31500.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათასი ლარი)
მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (ათასი ლარი)
თავი V ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები ქვეპროგრამები) შემდეგი რედაქციით: 1. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გამართული ფუნქციონირება, ვინაიდან იგი არის რეგიონის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი, საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციების მქონე ხელისუფლების შტო. 1.1. საკანონმდებლო საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, კონტროლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე. საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საარჩევნო გარემოს განვითარება აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების, კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით ვადებში დაგეგმვა და გამართვა. არჩევნების სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა. საარჩევნო კამპანიის წარმართვა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მიზნით.
2.1. საარჩევნო სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების, მასში თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინების, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებისა და საარჩევნო პროცესის მუდმივი სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. 2.2. არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა და რეალიზაცია არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირება. დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გამართვა.
3. აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა 3.1. მთავრობის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პირობების შექმნა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის განხორციელება;
მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი და ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
4.1. ფინანსების, ეკონომიკური პოლიტიკისა და ქონების სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების უზრუნველყოფა. რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდის მიზნით ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანად შემუშავება და წარმართვა. ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განხორციელება; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების პროცესის წარმართვა. 4.2. რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა რეგიონის საინვესტიციო-საპრივატიზაციო პროცესის სრულყოფა; რეგიონის, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილის ცნობადობის ამაღლება; ქონების მართვისა და პრივატიზების პროცესის ეფექტური ადმინისტრირება. 4.2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთების (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო) და ხაზობრივი ნაგებობების აგეგმვის საველე და კამერალური სამუშაოების შეძენა; ელექტრონული აუქციონების განცხადების განთავსებისა და ვაჭრობის პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების შეძენა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების დაცვის მიზნით დარაჯების (ყარაულები) დროებით სამუშაოზე აყვანა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სხვადასხვა ორგანიზაციებისგან დაცვითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა; სახელმწიფო ქონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საბაზრო ღირებულებისა და საიჯარო ღირებულების დადგენა; სახელმწიფო ქონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მოვლა-პატრონობა და შენახვა. 4.2.2. რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის გაზრდა. 4.3. ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიების ურბანული განვითარების ხელშეწყობა; 4.4. ეკონომიკური ობსერვატორია ეკონომიკური ობსერვატორიის მისიაა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა მისი ჩართულობით საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების შეფასების პროცესში. საჯარო პოლიტიკის დაგეგმვის ეტაპზე ობსერვატორიის როლი განისაზღვრება გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის თითოეული ეკონომიკური სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორებისა და აუთვისებელი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების შედეგად. ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, ახალი საბიუჯეტო პროგრამის ინიცირების დროს კონკრეტული პროგრამის საჭიროების კვლევის ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება. საჯარო პოლიტიკის განხორციელებისა და შედეგების შეფასების პროცესში ობსერვატორიის ჩართულობა ითვალისწინებს მოთხოვნის შესაბამისად, საბიუჯეტო პროგრამების განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიშების მომზადებას.
4.5. სახაზინო მომსახურება
4.6. დამწყები და განვითარებადი ბიზნესის ხელშეწყობა
4.7. ბიზნეს ინტერესების დაცვა და ექსპორტის ხელშეწყობა
4.8. საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის მომსახურების მიწოდება და მართვა
4.9. საწარმოთა მართვა
5. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
5.1. ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა
5.1.1. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მართვა
5.1.2. დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის კვლევა და სტატისტიკის წარმოება
5.2. აჭარის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე
5.2.1. რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგი საერთაშორისო ბაზრებზე
5.2.2. რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება ქვეყნის შიგნით
5.2.3. რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის საჭირო მასალების დამზადება
5.3. ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება
5.3.1. სრულყოფილი ინფორმაციითა და ხარისხიანი მომსახურებით ტურისტების უზრუნველყოფა.
5.3.2. ტურისტული პროდუქტების განვითარება და დივერსიფიკაცია.
5.3.3. ტურიზმის დარგში სერვისის განვითარების ხელშეწყობა.
5.4. რეკრეაციული ადგილების მოვლა-შენახვა
5.5. მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა
6. ინფრასტრუქტურის განვითარება
6.1. საავტომობილო გზების სისტემების მართვა
6.2. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა
6.3. საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა
7 . ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროს ხელშეწყობა
7.1. განათლების მართვა, კულტურისა და სპორტის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
7.2. განათლების ხელშეწყობა და ხარისხის გაუმჯობესება
7.3. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინვენტარით აღჭურვა და საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა
7.3.1. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
7.3.2. საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება
7.3.3. საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა
7.4. აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
7.5. საჯარო სკოლების საპანსიონო მომსახურების, გაძლიერებული (უცხო ენები და ფიზიკა-მათემატიკა) და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა
7.6. ზოგადი და პროფესიული განათლება
7.6.1. ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის
7.6.2.კონკურსები და ოლიმპიადები
7.7. უწყვეტი განათლება
7.8. უმაღლესი განათლება
7.8.1. სტუდენტთა დახმარება
7.8.2. უმაღლესი განათლების ხელშეწყობა
7.8.3. ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა
7.8.4. სწავლა საზღვარგარეთ
7.9. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა
7.10. სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა
8. კულტურის განვითარება, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია
8.1. კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა
8.2. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია
8.3. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
8.4. კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
8.5. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია
8.6. მუზეუმებისა და გალერეების განვითარება
8.7. სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა
8.8. ლიტერატურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა
8.9. საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა
9.1. სპორტის სფეროს მართვა
9.2. სპორტის ხელშეწყობა
10. ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა
10.1. სსიპ - ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი
10.2. არაფორმალური განათლებისა და თავისუფალი დროის სწორად მართვის ხელშეწყობა
10.3. ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება და მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა
10.4. კარიერული განვითარებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა
10.5. ახალგაზრდობის ინტელექტუალურ-კულტურული განვითარების მხარდაჭერა
11. საარქივო ფონდის დაცულობის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
11.1. საარქივო ფონდის დაცვა, შენახვა, გაუმჯობესება
11.1.1. საარქივო დოკუმენტების ელექტრონული არქივის შექმნა
12. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა
12.1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს პოლიტიკის შემუშავება და მართვა
12.2. სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
12.2.1. მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება
12.2.2. გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება 12.2.3. სახსრების ენდოპროთეზირება მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის სახსრების ენდოპროთეზირების (გადაგვარებული ან დაზიანებული სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპლანტით) ჩატარებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
12.2.4. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა
12.2.5. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება
12.2.6. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
12.2.7. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია
12.3. პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა
12.3.1. სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფა
12.4. ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება და რისკ ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა
12.5. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა
13. მოსახლეობის სოციალური დაცვა
13.1. სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაცია
13.2. მოსახლების გარკვეული სოციალური კატეგორიების ერთჯერადი მატერიალური დახმარება
13.4. მოსახლეობის გარკვეული კატეგორიების თავშესაფრით უზრუნველყოფა
13.5. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა
13.6. სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა
13.7. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები
14. დასაქმების ხელშეწყობა
14.1.დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა
14.1.1. დასაქმების ხელშეწყობის მართვა
14.1.2. სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაცია
15. სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარება
15.1. აგროსასურსათო სექტორის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა
15.2. აგროსექტორის მდგრადი განვითარება
15.2.1. საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა
15.2.2. აგრარული ექსტენციის მიწოდება
15.3. სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით
15.3.1. მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა
15.3.2. სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა
15.3.3. მცირე გადამამუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა
15.4. აგროსერვისის განვითარება რეგიონში
15.4.1. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მართვა
15.4.2. ჩაქვისა და გვარა ხუცუბნის სანერგე მეურნეობების განვითარება
15.4.3. მაღალმთიან აჭარაში სანერგე,საჩითილე მეურნეობების და ვეტერინარული კლინიკის განვითარების ხელშეწყობა
15.4.4. მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა
15.4.5. აგრო-მომსახურების განვითარების ხელშეწყობა
15.4.6. ბოსტნეული კულტურების წარმოება
15.5. ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება
15.6. მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა
15.6.1. ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა
15.7. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა
15.8. სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია
15.9. სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა
15.10. ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა
16. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
16.1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ორგანიზაციული მართვა
16.2. გარემოსდაცვითი პროგრამა
16.2.1. ატმოსფერული ჰაერის, ჩამდინარე და ზედაპირული წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი.
16.2.2. აჭარის სანაპირო ზოლის ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი
17. ტყის მდგრადი მართვა
17.1. ტყის დაცვა და მოვლა
17.1.1. დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება და ტყის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა.
17.1.2. სანიტარული ჭრა
17.2. ორგანიზაციული მართვა და ინფრასტრუქტურული პროექტები
17.3.1. ორგანიზაციული მართვა
17.3.2 სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართვა
თავი VI აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება
მუხლი 13. საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 350 094.3 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათასი ლარი)
2. მე-15–მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფონდები 1. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 6800.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2. განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 12769.5 ათასი ლარის ოდენობით, მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 16. სესხების მომსახურება და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნება განისაზღვროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურების და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნების საბიუჯეტო ასიგნება 3767.9 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მუხლი 17. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯები განისაზღვროს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯები 557.4 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ასიგნების ფარგლებში ანგარიშსწორებას ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.“. 3. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება განისაზღვროს სახელმწიფო უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებათა საბიუჯეტო ასიგნება 2859.3 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წერილობითი მოთხოვნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შესაბამის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე.“. 4. „23-ე მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.“. |
მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ბათუმი, 30 აპრილი 2020 წ. N111-უ.ს.გ.ს.
|
დოკუმენტის კომენტარები