დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 31/01/2006 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 1, 31/01/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 010200000.30.040.000001 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (28/02/2006 - 27/03/2007)
აფხაზეთის კანონი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, № 4, 30.11.2004 წელი, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2.
1. აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის ორი მოადგილისა და აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან.”.
2. მე-12 მუხლის ,,ე”, ,,თ”, ,,ი”, ,,კ” და ,,ლ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე” და ,,ზ1 ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით:
1. ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი.
2. რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი.
3. რეორგანიზებულ იქნეს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტი და მის ბაზაზე ჩამოყა-ლიბდეს აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტი.
4. რეორგანიზებულ იქნეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
5. აფხაზეთის მთავრობამ, კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეიმუშაოს შესაბამისი სა-მართლებრივი აქტები. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა განახორციელონ საკადრო ოპტიმიზაცია დაქვემდებარებულ უწყებებში.
მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 3 აპრილიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2006 წლის 28 თებერვლის კანონი - ასმ, №5, 28.02.2006წ. მუხ.18
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ჩიქოვანი
31 იანვარი, 2006 წელი
დოკუმენტის კომენტარები