,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 31/01/2006
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 1, 31/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 010200000.30.040.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
0
31/01/2006
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 1, 31/01/2006
010200000.30.040.000001
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/01/2006 - 28/02/2006)

აფხაზეთის კანონი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 4, 30.11.2004 წელი, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 2.

 1. აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, თავმჯდომარის ორი მოადგილისა და აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან.”.

  2. მე-12 მუხლის ,,ე”, ,,თ”, ,,ი”, ,,კ” და ,,ლ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე” და ,,ზ1 ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით:

1. ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის საგანგებო დავალებათა დეპარტამენტი.

2. რეორგანიზებულ იქნეს აფხაზეთის გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – აგრარულ საკითხთა დეპარტამენტი.

3. რეორგანიზებულ იქნეს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტი და მის ბაზაზე ჩამოყა-ლიბდეს აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტი.

4. რეორგანიზებულ იქნეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი.

5. აფხაზეთის მთავრობამ, კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეიმუშაოს შესაბამისი სა-მართლებრივი აქტები. აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა განახორციელონ საკადრო ოპტიმიზაცია დაქვემდებარებულ უწყებებში.

მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი           გ. ჩიქოვანი

31 იანვარი, 2006 წელი