„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი N 24 რს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 30/07/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.30.060.016051
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
N 24 რს
30/07/2019
ვებგვერდი, 06/08/2019
010340000.30.060.016051
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №4, 30.11.2004 წელი, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1.  2019 წლის 1 ნოემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები:

ა) (ამოღებულია - 13.09.19, №29);

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი  დახმარების  უზრუნველყოფის მიმართულებით გადაეცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო ჩაითვალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;

გ) სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის მიმართულებითა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში მონაწილეობის მიღების მიმართულებით გადაეცეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ჩაითვალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №29 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ.
მუხლი 3
ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა და მათ სისტემებში შემავალმა დაწესებულებებმა, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე, უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მობილობის წესით გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.
მუხლი 4
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ:

ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პროექტები;

ბ) უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 5
აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე), ამ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყოს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.
მუხლი 6
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №29 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე

 

 

30 ივლისი 2019 წ.

ქ. თბილისი

NN 24 რს