დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29-ს |
დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
მიღების თარიღი | 13/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.30.060.016055 |
|
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06//08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.30.060.016051) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2019 წლის 1 ნოემბრამდე ლიკვიდირებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი.“. 2. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის მიმართულებითა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში მონაწილეობის მიღების მიმართულებით გადაეცეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ჩაითვალოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;“. 4. კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.“. |
მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
13 სექტემბერი 2019 წ. ქ. თბილისი N29-ს |
დოკუმენტის კომენტარები