ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016455
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
26/06/2019
ვებგვერდი, 02/07/2019
010250050.35.117.016455
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/07/2019 - 08/08/2019)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2019 წლის 26 ივნისი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-16 ნაწილის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 26-ე მუხლების მე-3 პუნქტის, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ა) დამტკიცდეს „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №1-ის შესაბამისად.

ბ) დამტკიცდეს „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №2, დანართი №3).

მუხლი 2
ა) დამტკიცდეს „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №4-ის შესაბამისად;

ბ) დამტკიცდეს „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №5, დანართი №6).

მუხლი 3
ა) დამტკიცდეს „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №7-ის შესაბამისად;

ბ) დამტკიცდეს „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №8, დანართი №9).

მუხლი 4
ა) დამტკიცდეს „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №10-ის  შესაბამისად.

ბ) დამტკიცდეს „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №11, დანართი №12).

მუხლი 5
წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები და ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები ძალაშია 2025 წლის 01 იანვრამდე. აღნიშნულ ვადის გასვლამდე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე