სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.016893
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
393
08/04/2019
ვებგვერდი, 10/04/2019
100110000.22.027.016893
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/04/2019 - 28/10/2022)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №393

2019 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ

პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და 56-ე მუხლის, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.
2. განისაზღვროს დეპარტამენტის გარე დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები ამ ბრძანების №2 დანართის შესაბამისად.
3. განისაზღვროს სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები ამ ბრძანების №3 დანართის შესაბამისად.
4. განისაზღვროს სამსახურის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის ნორმები ამ ბრძანების №4 დანართის შესაბამისად.
5. განისაზღვროს სამსახურის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მენიუ-განრიგში გამოყენებული რაციონის სასურსათო ნორმები  სეზონის მიხედვით ამ ბრძანების №5 დანართის,  ყოველკვირეული მენიუ-განრიგი სეზონის მიხედვით ამ ბრძანების №6 დანართის, განწესში ყოფნისას მშრალი სასურსათო ნორმა ამ ბრძანების №7 დანართის, საერთო საჯარისო მშრალი სასურსათო ნორმა ამ ბრძანების №8 დანართისა და ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლების ნორმა ამ ბრძანების №9 დანართის შესაბამისად.
6. განისაზღვროს დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა მშრალი საკვებით უზრუნველყოფის სასურსათო ნორმები ამ ბრძანების №10 დანართის შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი მშრალი საკვებით უზრუნველყოფის სასურსათო ნორმები ვრცელდება დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს იმ მოსამსახურეზე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს 24-საათიან სამორიგეო ცვლაში.
7. სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვროს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული იმ პენიტენციური დაწესებულებისთვის განსაზღვრული კვების ნორმების შესაბამისად, სადაც მუშაობს შესაბამისი მოსამსახურე.
8. სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა დღიური კვება უნდა იყოს ორჯერადი (სადილი და ვახშამი).
9. ამ ბრძანების მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები ვრცელდება სამსახურის პენიტენციური დაწესებულების იმ მოსამსახურეზე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს 24-საათიან სამორიგეო ცვლაში.
10. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის №165 ბრძანება.
11. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 22 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი