„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 აპრილის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 926
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017415
926
31/08/2023
ვებგვერდი, 31/08/2023
100110000.22.027.017415
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 აპრილის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №926

2023 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 აპრილის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 აპრილის №393 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016893) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განისაზღვროს სამსახურის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა მენიუ-განრიგში გამოყენებული რაციონის სასურსათო ნორმები სეზონის მიხედვით ამ ბრძანების №5 დანართის, ყოველკვირეული მენიუ-განრიგი სეზონის მიხედვით ამ ბრძანების №6 დანართის, განწესსა და ღამის ცვლაში მყოფ მოსამსახურეთა მშრალი სასურსათო ნორმა ამ ბრძანების №7 დანართის, საერთო საჯარისო მშრალი სასურსათო ნორმა ამ ბრძანების №8 დანართისა და ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტით ჩანაცვლების ნორმა ამ ბრძანების №9 დანართის შესაბამისად.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განისაზღვროს სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებსა და მათ ტერიტორიაზე მყოფ (მათ შორის საზოგადოებრივი მისაღების სამმართველოს) და დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს წვევამდელთა მომზადების განყოფილების მოსამსახურეთა ყოველკვირეული მენიუ-განრიგი სეზონის მიხედვით ამ ბრძანების №11 დანართის შესაბამისად.“. 

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. განისაზღვროს დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოსა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს 24-საათიან ცვლაში მყოფ მოსამსახურეთა მშრალი საკვებით უზრუნველყოფის სასურსათო ნორმები ამ ბრძანების №12 დანართის შესაბამისად.

72. განისაზღვროს დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის და დასავლეთის სამმართველოების, აგრეთვე, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოსა და ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ღამისა და დღის ცვლაში მყოფ მოსამსახურეთა მშრალი საკვებით უზრუნველყოფის სასურსათო ნორმები ამ ბრძანების №13 დანართის შესაბამისად.“.

3. ბრძანების დანართი №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. ბრძანების დანართი №11 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. ბრძანებას დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №12 და დანართი №13.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე