დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016857 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/04/2019 - 29/07/2020)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 აპრილიდან.
|
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი
|
| მუხლი 1 |
ეს დებულება (შემდგომში –
დებულება) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
|
| მუხლი 2 |
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სახელწოდებით. 4. დეპარტამენტს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი დეპარტამენტის ლოგოს, სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. 5. დეპარტამენტში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური/სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები, ასევე სხვა საჯარო მოხელეები, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეები. 6. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
| მუხლი 3 |
დეპარტამენტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში –
მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
|
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
|
| მუხლი 4 |
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკანონო მოქმედებების აღსაკვეთად განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალებების შესრულება; დ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა; ე) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადება/გადამზადება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.
|
| მუხლი 5 |
დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარებისას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავება ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობა; დ) დამოუკიდებლად ან/და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა/ლოკალიზაცია; ე) მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობა; ვ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება; კ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; ლ) საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა ან/და შესაბამისი სახელმწიფო უწყების მოსამსახურეთა საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადება/გადამზადება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში იმ ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენა და შესაბამისი უწყებებისთვის შეტყობინება, რომლებიც შესაძლოა წარმოადგენდეს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ იარაღს ან მის კომპონენტებს; ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის უზრუნველყოფა; პ) კომპეტენციის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
|
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
|
| მუხლი 6 |
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციის სამმართველო; ბ) საბრძოლო და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველო; გ) ოპერატიული დაგეგმარებისა და მართვის სამმართველო; დ) ლოჯისტიკის სამმართველო; ე) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიზის სამმართველო; ვ) ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამმართველო; ზ) სპორტული და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველო; თ) საბრძოლო მომზადების, გადამზადებისა და დაგეგმარების სამმართველო; ი) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საშიშროების აღმოჩენის სპეციალური სამმართველო; კ) I სამმართველო; ლ) II სამმართველო; მ) III სამმართველო; ნ) ქ. თბილისის სამმართველო; ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო; პ) იმერეთის სამმართველო; ჟ) კახეთის სამმართველო; რ) მცხეთა-მთიანეთის სამმართველო; ს) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; ტ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო; უ) შიდა ქართლის სამმართველო; ფ) ქვემო ქართლის სამმართველო; ქ) სამედიცინო სამსახური; ღ) ცერემონიალების უზრუნველყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური მოწყობის განყოფილება. |
| მუხლი 7 |
ადმინისტრაციის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; ბ) დეპარტამენტში მისაღები კანდიდატებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფსიქოლოგიურ ტესტირებას, კანდიდატების შერჩევას და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის მასალების გადაგზავნას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წვევამდელთა შერჩევაში მონაწილეობას; დ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საკადრო საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; ე) დეპარტამენტში და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ორგანიზებას (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება), კოორდინაციასა და კონტროლს; ვ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, რეგისტრაციას, დამუშავებასა და ადრესატისთვის გადაგზავნას, მათ კოორდინაციასა და კონტროლს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
| მუხლი 8 |
საბრძოლო და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) საბრძოლო ღონისძიებების ორგანიზებას, დაგეგმვას, განხორციელებას; ბ) ღონისძიების უსაფრთხოების დაგეგმვის, განხორციელებისა და კონტროლის მიზნით ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზსა და აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას; გ) მასობრივი ღონისძიებების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში მოლაპარაკების წარმოების ორგანიზებას და ამ მიზნით დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებულ საქმიანობას; დ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
| მუხლი 9 |
ოპერატიული დაგეგმარებისა და მართვის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის საბრძოლო მზადყოფნის ღონისძიებების ორგანიზებას; ბ) სამეთაურო და ტაქტიკური საველე სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას; საბრძოლო და სხვა ღონისძიებების (ოპერაციები) დაგეგმვასა და კონტროლს; გ) დეპარტამენტის ყოველდღიური სამსახურისა და საბრძოლო საქმიანობის/საბრძოლო მომზადების ორგანიზებას/დაგეგმარებას, დეპარტამენტის უწყვეტ სადღეღამისო საქმიანობას; დ) წვევამდელთა შეკრებების, სპეციალური საველე-ტაქტიკური სწავლებების ორგანიზებასა და კონტროლს; ე) სამეთაურო მომზადების ორგანიზებასა და კონტროლს; დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სასწავლო პროცესის მონიტორინგს, ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესწავლასა და დანერგვას; ვ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ფიზიკური მომზადების ნორმატივების ჩაბარებას; ზ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
|
| მუხლი 10 |
ლოჯისტიკის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული საფინანსო-სამეურნეო ხასიათის დოკუმენტაციის განხილვასა და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას; ბ) დეპარტამენტის საინვენტარიზაციო ჯგუფების შექმნას; გ) ღონისძიებების ლოჯისტიკურ დაგეგმვასა და მისი შესრულების კონტროლს; დ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს შეიარაღებით, საბრძოლო მასალითა და სპეციალური აღჭურვილობით მომარაგებას; ე) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს; ვ) დეპარტამენტზე რიცხული ჯავშანტექნიკის აღრიცხვას, ტექმომსახურების შესრულების სისწორეს, მოთხოვნილი სათადარიგო ნაწილების გაცემასა და მათი აღრიცხვის კონტროლს, მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ზ) დეპარტამენტის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
| მუხლი 11 |
საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიზის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარატამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობასა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან შეთანხმებით, დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში მასმედიის, ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზებას; ბ) გამოწვევებისა და საფრთხეების სტატისტიკის წარმოებასა და ანალიზს, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას; გ) სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას; დ) კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებას; ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამუშაო ვიზიტების, სასწავლო კურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
| მუხლი 12 |
ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტისა და საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სხვა დანაყოფის ინფორმაციული სისტემების, კომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის საშუალებების შეუფერხებელ მუშაობას; ბ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების სათანადო ექსპლუატაციის კონტროლს; გ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
| მუხლი 13 |
სპორტული და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაგეგმილ მასობრივ სპორტულ, კულტურულ ან/და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის წინასწარ მოძიებას, შეგროვებას, ანალიზსა და შესაძლო რისკის შემცველი გარემოებების გამოვლენას; ბ) სამინისტროს სისტემის შესაბამის დანაყოფებთან ერთად ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულების კოორდინაციას; გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების ორგანიზატორთან კავშირსა და კოორდინაციას; დ) ღონისძიების ორგანიზატორთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ღონისძიებაზე მოქალაქეთა შესვლა-გასვლის წესის შემუშავებასა და მის კონტროლს; ე) ღონისძიებების დროს გამოვლენილი საფრთხისა და სამართალდარღვევის შესახებ მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
|
| მუხლი 14 |
საბრძოლო მომზადების, გადამზადებისა და დაგეგმარების სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს მოსამსახურეების, ასევე სხვა სახელმწიფო უწყების მიმართვის საფუძველზე ამ უწყებების მოსამსახურეთა საბრძოლო და სპეციალურ მომზადებასა და გადამზადებას; ბ) მომზადების/გადამზადების ცალკეული ეტაპების დასრულების შემდეგ ტესტირების ჩატარებას; გ) საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების სერტიფიკატების გაცემას; დ) საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების გეგმების/სასწავლო პროგრამების შემუშავებას, საბრძოლო დანაყოფების სწავლების დაგეგმვას, ორგანიზებასა და უსაფრთხოების კონტროლს; ე) სწავლების ხარისხის ამაღლებას; ვ) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავებას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
|
| მუხლი 15 |
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საშიშროების აღმოჩენის სპეციალური სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ იარაღს ან მის კომპონენტებს მიკუთვნებული ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენას, მათ ლოკალიზებას და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი რეაგირების ძალებისთვის შეტყობინებას; ბ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის ადგილის დაცვასა და მათი დამაზიანებელი ფაქტორების თავიდან ასაცილებლად სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან/სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად კოორდინირებული ღონისძიებების გატარებას; გ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებებისა და მოწყობილობების შესახებ მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
|
| მუხლი 16 |
I, II და III სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას; ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; გ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას; დ) დამოუკიდებლად ან/და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას; ე) კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებასა და აღკვეთაში მონაწილეობას; ვ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას; ზ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობას; თ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას; ი) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლების ჩატარებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
|
| მუხლი 17 |
ქ. თბილისის სამმართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო, იმერეთის სამმართველო, კახეთის სამმართველო, მცხეთა-მთიანეთის სამმართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის სამმართველო, შიდა ქართლის სამმართველო, ქვემო ქართლის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფას; ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; გ) საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული/შეიარაღებული დაჯგუფებების დაკავებას ან/და დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობას; დ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას; ე) დამოუკიდებლად ან/და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვას/ლოკალიზაციას; ვ) სამინისტროს დანაყოფებთან ერთად ან დამოუკიდებლად მძევლად ხელში აყვანილ პირთა გათავისუფლების ღონისძიებებში მონაწილეობას; ზ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას; თ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამნაშავე ჯგუფთან მოლაპარაკების წარმოებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებასა და გამოყენებას; კ) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებასა და აღკვეთაში მონაწილეობას; ლ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფაში მონაწილეობას; მ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა პერიმეტრის დაცვასა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირებას; ნ) საბრძოლო მომზადების მიზნით სწავლების ჩატარებას; ო) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
|
| მუხლი 18 |
სამედიცინო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) დეპარტამენტის/სამინისტროს სხვა დანაყოფის, ასევე, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე სხვა უწყების მოსამსახურეთა ან/და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურებას; ბ) ამბოლატორიული და სტაციონარული მკურნალობის წარმოებას; გ) დაავადებების თავიდან აცილების მიზნით საჭირო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ შესრულებაზე კონტროლს; დ) დეპარტამენტის სასწავლო და საბრძოლო ღონისძიებათა სამედიცინო უზრუნველყოფას; ე) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
| მუხლი 19 |
ცერემონიალების უზრუნველყოფისა და მატერიალურ-ტექნიკური მოწყობის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) საველე პირობებში დეპარტამენტის მართვის პუნქტების მოწყობას, დაცვასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) დეპარტამენტის, სამინისტროს სხვა დანაყოფის ან სხვა სახელმწიფო უწყების მიმართვის საფუძველზე ცერემონიალებსა ან/და სარიტუალო ღონისძიებებში მონაწილეობას; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. |
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი უფლებამოსილებანი
|
| მუხლი 20 |
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობასა და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის; ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო სამუშაო, ასევე საბრძოლო მომზადებისა და სწავლების გეგმებს; დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას; ე) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო დოკუმენტაციას; ვ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე; თ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ი) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობასა და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით; კ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას; ნ) განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა საკურატორო სფეროებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. |
| მუხლი 21 |
1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, დისციპლინის დაცვას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობას; ე) ზედამხედველობს საბრძოლო გეგმების შესრულებას; ვ) მონაწილეობს სამეთაურო სწავლებათა დაგეგმვასა და ჩატარებაში; ზ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. |
| მუხლი 22 |
1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასა და წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) შიდა სამსახურებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; გ) დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული გეგმის ფარგლებში ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო სამუშაო, ასევე საბრძოლო მომზადებისა და სწავლების გეგმებს; დ) ანაწილებს საქმეებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის; ე) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას; ვ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტაციას; თ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შიდა სამსახურებრივ საკითხებს მიეკუთვნება ყოველდღიური სამსახურის ორგანიზება, მოსამსახურეთა დანიშნულების ადგილზე გამოძახება და გადაადგილება (მათ შორის მივლინება, რომელიც დაკავშირებული არ არის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებასთან), იარაღის მიმაგრება, საბრძოლო მომზადების/სწავლების ჩატარება, სამოქალაქო უსაფრთხოებისა ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა. 4. ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“-„ზ“, „ი“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის უფროსები არ ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 5. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო სტრუქტურული ერთეულის უფროსის ორი მოადგილის არსებობის შეთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობის დაკისრების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის დირექტორი მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 6. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები