დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.017260 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის №30 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2019, 040030000.22.034.016857) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა;“. 2. მე-5 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთკოორდინაციით მასობრივი კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა/ლოკალიზაცია;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;“; დ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებების განხორციელება;“; ე) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება;“; ვ) „ლ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“ ქვეპუნქტი: „ლ2) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობა; ვიდეომეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავება;“; ზ) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51 დეპარტამენტის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მეშვეობით ვიდეოჩაწერისა და ჩაწერილი ინფორმაციის დამუშავების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციის სამმართველო; ბ) ოპერატიული დაგეგმვის სამმართველო; გ) ლოჯისტიკის სამმართველო; დ) ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამმართველო; ე) საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო; ვ) მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველო; ზ) სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო; თ) I მთავარი სამმართველო; ი) II მთავარი სამმართველო; კ) III მთავარი სამმართველო; ლ) IV მთავარი სამმართველო; მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო; ნ) იმერეთის სამმართველო; ო) კახეთის სამმართველო; პ) სამცხე-ჯავახეთის სამმართველო; ჟ) ქვემო ქართლის სამმართველო; რ) სამედიცინო სამსახური.“. 5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა ვიზიტების, მათ შორის, სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;“. 6. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 ოპერატიული დაგეგმვის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) დეპარტამენტის საბრძოლო მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; ბ) საგანგებო ან საომარ მდგომარეობასთან, ასევე, საგანგებო სიტუაციებსა და ინციდენტებთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას; გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიებისა და სპეციალური ოპერაციის დაგეგმვას; დ) დეპარტამენტის ყოველდღიური სამსახურისა და უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ორგანიზებასა და კონტროლს; ე) დეპარტამენტის ერთობლივი საველე-ტაქტიკური სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას; ვ) სხვადასხვა უწყებათაშორის სწავლებებში დეპარტამენტის მოსამსახურეთა მონაწილეობას და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებას; ზ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტების ორგანიზებას; თ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზსა და აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას; ი) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; კ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობას; ვიდეომეთვალყურეობის კამერების საშუალებით მიღებული ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას; ლ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში საბრძოლო მომზადების პროცესის ორგანიზებასა და კონტროლს; მ) წვევამდელთა შეკრებების, სპეციალური და საველე-ტაქტიკური სწავლებების ორგანიზებას; ნ) საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო მომზადების ცალკეული გეგმების შემუშავებას და მის საფუძველზე დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადებას; ო) დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების საორგანიზაციო მეთოდური მითითებების შემუშავებას; პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“. 8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 ინფორმაციული სისტემებისა და კავშირგაბმულობის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) დეპარტამენტის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შეუფერხებელ ფუნქციონირებას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მიზნით, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მხარდაჭერას; ბ) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების სათანადო ექსპლუატაციის კონტროლს, მათ შორის, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აღრიცხვიანობასა და გეგმიური ინვენტარიზაციების ჩატარებას, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული დაზიანებული კავშირგაბმულობის საშუალებების ჩამოწერის მიზნით, სათანადო ღონისძიებებში მონაწილეობას; გ) დეპარტამენტის შესაბამისი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის, ერთიანი ქსელის, სასერვეროებისა და ქსელში ჩართული კამერების შეუფერხებელ მუშაობას; დ) დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“. 9. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14 საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) სამინისტროს მოსამსახურეების, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყების მიმართვის საფუძველზე, ამ უწყებების მოსამსახურეთა, საბრძოლო და სპეციალურ მომზადებას, გადამზადებასა და სერტიფიცირებას; ბ) საბრძოლო და სპეციალური მომზადების/გადამზადების პროგრამაზე მისაღებად ან მისი მიმდინარეობის პროცესში, მოსამსახურეთათვის ტესტირების ჩატარებას; გ) საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და განახლებას; დ) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავებას; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“. 10. მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141 მართლწესრიგის და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოების დაცვის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) მაღალი რისკის ღონისძიებების ჩატარების დროს, დამოუკიდებლად ან სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას; ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას; გ) საგანგებო სიტუაციის დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობას; დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას; ე) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის დაცვას; ზ) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებას და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას; თ) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“. 11. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს. 12. 151 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებებს;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, ან სხვა საჭიროების არსებობისას, სამინისტროს საბრძოლო ძალით უზრუნველყოფას. ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სწრაფი რეაგირების ძალებით მონაწილეობას;“; გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;“. 13. მე-16 მუხლის: ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „I, II , III და IV მთავარი სამმართველო (აღნიშნულ მთავარ სამმართველოებში შემავალი სპეციალური დანიშნულების სამმართველოების გარდა), კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;“; გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას;“; დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;“; ე) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;“; ვ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1 ქვეპუნქტი: „თ1) დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვას და უსაფრთხოებას;“; ზ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას;“; თ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას;“. 14. მე-17 მუხლის: ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „I, II, III და IV მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების სამმართველოები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო, იმერეთის სამმართველო, კახეთის სამმართველო, სამცხე-ჯავახეთის სამმართველო და ქვემო ქართლის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ:“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას;“; გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან/ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასობრივი კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას/ლოკალიზაციას;“; დ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ოპერატიულ-სამძებრო, ასევე, სამართალდამრღვევთა, დაზარალებულთა ან სხვაგვარად გაუჩინარებულ პირთა ძებნის ან/და ძებნისა და გადარჩენის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;“; ე) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;“; ვ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ და „ნ2“ ქვეპუნქტები: „ნ1) მოსამსახურეთა საბრძოლო მომზადების მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და ცალკეული სასწავლო გეგმების მომზადებას; ნ2) თეორიული და საველე-პრაქტიკული სწავლებების ჩატარებას;“. 15. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შემოწმებას/მონიტორინგს;“. 16. 22-ე მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21) დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამართველოს უფროსი, ლოჯისტიკის სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური მოწყობის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით, ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“ „ბ“, „დ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის უფროსები არ ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები