მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ

მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8/2019
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016440
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8/2019
20/03/2019
ვებგვერდი, 21/03/2019
010240000.15.008.016440
მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/03/2019 - 18/08/2022)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №8/2019

2019 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 154-ე და 1692 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა გამართვის შემთხვევაში, დადგინდეს ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადები:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“:

ა) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით შექმნილი საარჩევნო უბნების საზღვრების, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დაზუსტებისთვის განსაზღვრული ვადის – „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა“;

ბ) 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრების, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართების, ტელეფონის ნომრებისა და სხვა რეკვიზიტების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ვადები აითვალოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე/საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან;

გ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 50-ე და არაუგვიანეს 46-ე დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 43-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა“;

დ) 25-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილების შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ვადის – „არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა“ ნაცვლად „არჩევნების დღემდე არაუადრეს 39-ე და არაუგვიანეს 34-ე დღისა“;

ე) 53-ე მუხლის პირველი პუნქტით ცესკოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 55 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 48 დღისა“;

ვ) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფისათვის განსაზღვრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 43-ე დღისა“;

ზ) 53-ე მუხლის მე-4 პუნქტით ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების მის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვისთვის განსაზღრული ვადის – „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 45 დღისა“ ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს 40 დღისა“.

მუხლი 2
მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა იმ ორგანოების არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც იმართება შესაბამისი არჩევნები.

მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი