დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40/2022 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 18/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240000.15.008.016645 |
|
„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ახალი ვადების დადგენის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 20 მარტის №8/2019 დადგენილების (სსიპ – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/03/2019, 010240000.15.008.016440) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) 50-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის, ავტორიზებული მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის/რადიოს მიერ, ცესკოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ ინფორმაციის გადაცემის ვადა ნაცვლად „კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან“ აითვალოს შესაბამისი არჩევნების დანიშვნის დღიდან, ხოლო ეს ტარიფები ძალაში შევიდეს „კენჭისყრამდე 50-ე დღიდან” ნაცვლად - „კენჭისყრამდე მე-40 დღიდან“.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება გავრცელდეს 2022 წლის 12 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები