დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017671 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/03/2019 - 05/10/2023)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2018 წლის 7 მარტის №05/01 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“
დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ (შემდგომში – ანსამბლი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ნოემბრის №523 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ უფლებამონაცვლეს.
2. ანსამბლის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“. 3. ანსამბლს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი და საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის ნებადართული სხვა რეკვიზიტები. 4. ანსამბლს უფლება აქვს განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 5. ანსამბლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. №103. |
მუხლი 2.
ანსამბლის მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლება-მოვალეობები |
1. ანსამბლის ძირითადი მიზანია ქართული ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაცია.
2. ანსამბლის საქმიანობის საგანია: ა) ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის/ფოლკლორის შენარჩუნება, მოძიება, კვლევა, მისი შესწავლა და შესრულება; ბ) საკონცერტო საქმიანობის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; გ) ქართული ხალხური ხელოვნების პოპულარიზაცია. 3. ანსამბლს უფლება აქვს: ა) წარმართოს შემოქმედებითი და სამეურნეო საქმიანობა, რომელიც ემსახურება წინამდებარე დებულების ძირითადი მიზნის მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; ბ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის; გ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე – საზღვარგარეთ; დ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ანსამბლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ანსამბლის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას; ვ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა და დამოუკიდებლად წარმართოს ეკონომიკური საქმიანობა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; ზ) შეიმუშაოს ანსამბლის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს ანსამბლში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს შემოქმედებითი კადრების გაცვლასა და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან; თ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ანსამბლის დებულების შესაბამისად. 2. ანსამბლი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას ანსამბლის თანამშრომელთა პროფესიული და სოციალური უფლებები. |
მუხლი 3.
ანსამბლის მართვა |
1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. ანსამბლს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი. 3. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 4. ანსამბლის დირექტორს სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამხატვრო ხელმძღვანელი. 5. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) ახორციელებს ანსამბლის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე; ბ) პასუხისმგებელია ანსამბლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; დ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; ე) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურასა და შინაგანაწესს; ვ) საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს; დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან; ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს; თ) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს; ი) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას. ლ) უფლებამოსილია მოახდინოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული ფუნქციების დელეგირება ანსამბლის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს ანსამბლის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან). 6. ანსამბლის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით: ა) დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში; ბ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; გ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს. 7. სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორი. |
მუხლი 4.
ანსამბლის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა
|
1. ანსამბლის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც ანსამბლს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ანსამბლს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, ასევე ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული შემოსავალი, რომლებიც მთლიანად ხმარდება ანსამბლს, მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ. 3. ანსამბლის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. |
მუხლი 5.
ანსამბლის საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი |
1. ანსამბლის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ანსამბლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. ანსამბლს მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. |
მუხლი 6.
ანსამბლის დაფინანსების წყაროები
|
1. ანსამბლის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ბილეთების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები; გ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; დ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციითა და კომერციული მიზნით გამოყენების შედეგად; ე) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ანსამბლის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის კულტურული მომსახურების გაწევით; ვ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები; ზ) სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლები; თ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. |
მუხლი 7.
საბუღალტრო ანგარიშგება |
1. ანსამბლის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. ანსამბლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 3. ანსამბლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. |
მუხლი 8.
ანსამბლის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია
|
ანსამბლის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. |
მუხლი 9.
დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი |
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები