„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 მარტის №47/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 05/37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 10/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016063
05/37
10/06/2024
ვებგვერდი, 11/06/2024
040030000.22.088.016063
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 მარტის №47/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №05/37

2024 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 მარტის №47/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 16 მარტის №335-IVმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის №3822-XIIIმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 მარტის №47/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/03/2019, სარეგისტრაციო: კოდი 040030000.22.022.017671) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) დასამტკიცებლად წარუდგენს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;“;

დ) მე-5 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

„მ) დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;

ნ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

ო) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს.“;

ვ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული პირი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრითეა წულუკიანი