დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 მარტის №47/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/06 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016074 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 მარტის №47/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 7 მარტის №47/ნ ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017671) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:
ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ანსამბლის დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) ახორციელებს ანსამბლის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ანსამბლის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე; ბ) დირექტორთან შეთანხმებით განკარგავს ანსამბლის საკუთრებაში არსებულ ქონებასა და უზრუნველყოფს ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვას; გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ყველა ინსტანციის სასამართლოში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; დ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურასა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ე) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს; დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით პერსონალთან; ვ) დირექტორთან შეთანხმებით დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და დამხმარე პერსონალთან; ზ) დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ანსამბლის შინაგანაწესს; თ) საქართველოს კულტურის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თანხმობით ამტკიცებს ანსამბლის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; კ) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს; ლ) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას; მ) ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი უფლებამოსილია მოახდინოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება ანსამბლის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს ანსამბლის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან); ნ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ო) ახორციელებს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ანსამბლის დირექტორი: ა) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით წარმართავს ანსამბლის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას; ბ) სამხატვრო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების შესახებ; გ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში; დ) კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; ე) ახორციელებს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები