ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 19/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016365
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
20/02/2019
ვებგვერდი, 22/02/2019
010250020.35.121.016365
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (22/02/2019 - 26/03/2019)

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2019 წლის 20 თებერვალი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. ქალაქ ვანის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:

ა) შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img;

ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C;

დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K.

მუხლი 2
 ლოკალური ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.
მუხლი 3
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100.
მუხლი 4
 1. მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისთვის ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: Cn=Img x ITL x C x K, სადაც:

ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს – 0,37-ს;

ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს;

გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით;

დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია – 100-ით;

ე) Cn = 0,37 x 1 x 0.24 x 100 = 8.88 (ლარი).

მუხლი 5
1.  ამ დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

ა) ქალაქ ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 4,00 ლარით;

გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში – 6,00 ლარით;

დ) დასახლებათა შორის არეალებში – 3,00 ლარით.

მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №71 დადგენილება (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 01.02.2018 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016299).
მუხლი 7
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ.
მუხლი 8
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი