დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016368 |
|
„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22.02.2019 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016365) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: “ 2. დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილების შესაბამისად ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50-მეტრის რადიუსში - 6,00 ლარით;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები