საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.017056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
17/01/2019
ვებგვერდი, 18/01/2019
010340000.08.002.017056
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/01/2019 - 26/03/2019)

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №28

2019 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და  „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი დანართებით (დანართი №1, №2 და №3).
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის №105 ბრძანებულება.
მუხლი 3
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი





 საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, აგრეთვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში, მის აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების (შემდეგში – სახელმწიფო ჯილდო) მინიჭების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურებს.

მუხლი 2

1. გადაწყვეტილებას სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდეგში – კანონი) და ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით.

2. სახელმწიფო ჯილდოთი, გარდა კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ჯილდოსი, როგორც წესი, ჯილდოვდება საქართველოს მოქალაქე. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ჯილდოთი შეიძლება დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი. კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

3. სახელმწიფო ჯილდოს აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 3

1. სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდებიან მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების პირობების შესაბამისად.

2. დაჯილდოებული პირები ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ დაჯილდოვდნენ იმავე ან სხვა სახელმწიფო ჯილდოთი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. პირის სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოება შეიძლება სიკვდილის შემდეგაც.

მუხლი 4

პირს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე. კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირს აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე.

მუხლი 5

1. კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის მედლით დაჯილდოების თაობაზე, დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს ან ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იგი ცხოვრობს, შუამდგომლობით მიმართავს წარდგინების უფლებამოსილების მქონე ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირს.

2. პირის დაჯილდოების თაობაზე ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირის წარდგინებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე ჯილდოს გადამცემი პირის ვინაობა. წარდგინებას უნდა ერთოდეს შევსებული დაჯილდოების ფურცელი (დანართი №1).

3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი) განიხილავს წარდგინებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და, მისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პირის დაჯილდოების თაობაზე შესაბამის წინადადებას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ამზადებს სამართლებრივი აქტის პროექტს.

მუხლი 6

წარდგენილი პირის დაჯილდოება ხდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 მუხლი 7

1. დაჯილდოებულ პირს სახელმწიფო ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან მისივე გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი.

2. კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი ოდენობით, პირს სახელმწიფო ჯილდოსთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი.

3. გარდაცვალების შემდეგ პირის სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოების შემთხვევაში, სახელმწიფო ჯილდო და შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა დაჯილდოებული პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

4. დაჯილდოების ცერემონიისათვის სახელმწიფო ჯილდოს უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის შესახებ დეპარტამენტი ავსებს სააღრიცხვო ბარათს (დანართი №2). იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი უშუალოდ არ გადასცემს სახელმწიფო ჯილდოს, დაჯილდოებული პირისათვის სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის შესახებ დგება ოქმი (დანართი №3), რომელსაც ხელს აწერს სახელმწიფო ჯილდოს გადამცემი პირი.

5. დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთ თვეში №3 დანართით გათვალისწინებული სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის ოქმი ეგზავნება დეპარტამენტს.

მუხლი 8

1. დაჯილდოებული პირისათვის ერთდროული ფულადი გასაცემლის გაცემის მიზნით, პირის დასაჯილდოებლად წარმდგენი დაწესებულება/ორგანო ან დაჯილდოებული პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის:

ა) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

ბ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) ან პირის დასაჯილდოებლად წარმდგენი დაწესებულების/ორგანოს მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით;

გ) შესაბამისი პირის დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ასლს (მოთხოვნის შემთხვევაში);

დ) სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს (პირის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში).

2. დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ასლს.

მუხლი 9

1. გარდაცვლილი დაჯილდოებული პირის ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულის მემკვიდრეთა თანხმობით, სახელმწიფო ჯილდო და შესაბამისი მოწმობა შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს ან მუზეუმს.

2. თუ გარდაცვლილ დაჯილდოებულ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არა ჰყავს მემკვიდრე, სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა ან რჩება სახელმწიფოს.

მუხლი 10

სახელმწიფო ჯილდოების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება. ხოლო შესაბამის მოწმობის დუბლიკატს გასცემს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტი, იმავე პირობის არსებობისას.

მუხლი 11

სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოებულის მიერ სახელმწიფო ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ან სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი დაწესებულების/ორგანოს შუამდგომლობით.

დანართი №1

დაჯილდოების ფურცელი

1. გვარი, სახელი, მამის სახელი

____________________________________________________________________

2. სამუშაო ადგილი, თანამდებობა 

_____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

3. დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

4. მოქალაქეობა 

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

 5. განათლება_________________________________________________________

 ____________________________________________________________________

6. რომელი სახელმწიფო ჯილდოთი იყო დაჯილდოებული და როდის

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

7. მისამართი 

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

ტელეფონი ბინის ______________________ სამსახურის ______________________

8. რომელ სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი

 ____________________________________________________________________

დამსახურება, რისთვისაც წარდგენილია სახელმწიფო ჯილდოზე

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

 ____________________________________________________________________

 სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციის

 კადრების სამსახური

ბ.ა. _______________________________________________

 

სახელმწიფო დაწესებულების,

ორგანიზაციის ხელმძღვანელი

 _______________________________________________

 „______ “______________________ 20.. წ.

  დანართი №2

სააღრიცხვო ბარათი

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების,

მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტი

 დაჯილდოების ცერემონიისათვის სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის შესახებ

                                                                                                                                                                    

განკ. №

თარიღი

სახელმწიფო ჯილდოს

დასახელება

დაჯილდოებულის სახელი, გვარი

ვის მიერ არის წარმოდგენილი

ვის გადაეცა

(ორგანიზაცია, გვარი,

სახელი, თანამდებობა,

ტელეფონი)

გადაცემის

თარიღი

მიმღების

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის

ო ქ მ ი

----------------------------

 გადაცემის ადგილი

„--------“ -------------- 20.. წ.

გადაცემის თარიღი

მე, ______________________________________________________ ______________________

(თანამდებობა, სახელი და გვარი)

საქართველოს პრეზიდენტის 20.. წლის „ -----------“ ---------------------------- №--------------------------განკარგულებით დაჯილდოებულ ქვემოთ მითითებულ პირ(ებ)ს საქართველოს პრეზიდენტის სახელით გადავეცი

 ____________________________________________________________________

(სახელმწიფო ჯილდოს დასახელება)

დაჯილდოებული პირის

სახელი, გვარი

სამუშაო ადგილი, თანამდებობა

 

 

 

 

 

 

 

_____________________________

სახელმწიფო ჯილდოს გადამცემი პირის ხელმოწერა.