„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.017062
149
26/03/2019
ვებგვერდი, 28/03/2019
010340000.08.002.017062
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №149

2019 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 18/01/2019, 010340000.08.002.017056) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული წესის:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური (შემდეგში – სამსახური) განიხილავს წარდგინებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და მისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პირის დაჯილდოების თაობაზე შესაბამის წინადადებას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ამზადებს სამართლებრივი აქტის პროექტს.“.

2. მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაჯილდოების ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდოს უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის შესახებ სამსახური ავსებს სააღრიცხვო ბარათს (დანართი №2). იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტი უშუალოდ არ გადასცემს სახელმწიფო ჯილდოს, დაჯილდოებული პირისათვის სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის შესახებ დგება ოქმი (დანართი №3), რომელსაც ხელს აწერს სახელმწიფო ჯილდოს გადამცემი პირი.

5. დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთ თვეში, №3 დანართით გათვალისწინებული სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის ოქმი ეგზავნება სამსახურს.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დაჯილდოების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ასლს.“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10

სახელმწიფო ჯილდოების დუბლიკატები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება. ხოლო შესაბამის მოწმობის დუბლიკატს გასცემს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური, იმავე პირობის არსებობისას.“.

5. №2 დანართი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

სააღრიცხვო ბარათი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების,

მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური

 

დაჯილდოების ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდოს გადაცემის შესახებ

 №

განკ. №

თარიღი

სახელმწიფო

ჯილდოს

დასახელება

დაჯილდოებულის 

სახელი, გვარი

ვის მიერ არის

წარმოდგენილი

ვის გადაეცა

(ორგანიზაცია,

გვარი,

სახელი,

თანამდებობა,

ტელეფონი)

გადაცემის

თარიღი

მიმღების

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი