„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 167
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 08/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.017063
167
08/04/2019
ვებგვერდი, 11/04/2019
010340000.08.002.017063
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №167

2019 წლის 8 აპრილი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 17 იანვრის №28 ბრძანებულებაში  (www.matsne.gov.ge, 18/01/2019, 010340000.08.002.017056) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.

პირს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე. კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირს აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტისადმი ერთობლივი ან/და ინდივიდუალური წარდგინებით  მიმართვამდე, დასაჯილდოებელი პირის შესახებ დასკვნის წარმოსადგენად მიმართოს შესაბამის საჯარო დაწესებულებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი